გიორგი მერებაშვილმა "ვისლასთან" კონტრაქტი გააგრძელა

AutoSharing Option
33 წლის ნახევარმცველმა გიორგი მერებაშვილმა "ვისლასთან" კონტრაქტი გააგრძელა, - იტყობინება პლოცკური კლუბის საიტი.

მერებაშვილმა ხელშეკრულება 2021 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა.

გიორგი "ვისლას" ღირსებას 2016 წლის 12 ივლისიდან იცავს. მან  110 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ მაჩვენებლებით ის გუნდის ისტორიაში საუკეთესო ლეგიონერია.

"ვისლა" 20 ტურის შემდეგ ექსტრაკლასაზე 30 ქულით მე-8 ადგილზეა, მერებაშვილმა კი მიმდინარე ჩემპიონატის 14 შეხვედრაში ოთხჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
არ არის ეს ''ვისლა'' არაა. ''ვისლა'' არის ''ვისლა კრაკოვია'' და ეს არის ''პლოცკი'' უბრალოდ
Tsotne
10 იანვარი 2020 22:15
0
პლოცკო, პლოცკოოო
buba
11 იანვარი 2020 19:35
0
კრაკოვიც და პლოცკიც ორივე ვისლაა. ისე ცნობისთვის კრაკოვის ვისლა ბოლოდან მეორე ადგილზეა და პლოცკის ვისლა მერვეზე.
მერაბი
11 იანვარი 2020 14:21
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული