ოფიციალურად: ლევან კუტალია "ირტიშის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
თავდამსხმელი ლევან კუტალია ყაზახური "ირტიშის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

კლუბსა და ქართველ ფორვარდს შორის 1-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

კუტალიამ "ფეისბუქზე" პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საკუთარ გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.

"როგორც იცით, დავტოვე "დინამო თბილისი" და გულწრფელად ვწუხვარ ამაზე, თუმცა ჩემსა და კლუბს შორის შეთანხმება ვერ შედგა და სამწუხაროდ, კარიერას სხვა ქვეყანაში და სხვა გუნდში გავაგრძელებ.

მოხარული ვარ, რომ "დინამოს" ჩემპიონობაში ჩემი წვლილი შევიტანე და სწორედ ამ დიდი გუნდის მაისურით გავხდი ეროვნული ჩემპიონატისა და "დინამო თბილისის" ბომბარდირი 20 გატანილი გოლით.

ჩემთვის დიდი პატივი იყო, მცმოდა ამ გუნდის მაისური და ვფიქრობ, ღირსეულად ვატარე ის.

იმედი მაქვს, რომ მომავალში ჩვენი გზები ისევ გადაიკვეთება და ისევ ჩავიცვამ "დინამოს" მაისურს.

წლევანდელ ჩემპიონატში და ევროტურნირებზე კი მთელი გულით წარმატებებს ვუსურვებ "დინამო თბილისს"! ასევე მადლობა "დინამოს" ყველა გულშემატკივარს და განსაკუთრებით "ელიტას", რომელთა მხარდაჭერასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა..", - წერს კუტალია.

"ირტიშმა" გასულ სეზონის მერვე ადგიზე დაასრულა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ირტიში თუ არა იქ გაიტანს 20 გოლს; 10 გოლსაც ვერ გაიტანს
vakhtangi rokhvadze
11 იანვარი 2020 20:54
1
ცავიდა ტორე მაგიც მესი მკავს რა კუტალია გვარი რაცაა ისაა
LEKSO KUTAISI
11 იანვარი 2020 19:53
7
სამწუხაროა კუტალიას წასვლა, მაგრამ ვერ შეთანხმებისას ეგრევე დინამოს მფლობელზე რომ ჩნდება რეაქცია იქნებ კუტალიამაც ვერ შესათანხმებელი პირობები მოითხოვა. უბრალოს იმის თქმა მინდა რაც დაზუსტებით არ ვიცით როგორ იყო, რატომ ვაბრალებთ მარტო ერთ მხარეს?? წარმატებას ვუსურვებ კუტალიას. მხოლოდ გამიხარდება.
გურამი
11 იანვარი 2020 19:27
0
დინამოდან ირტიშში რო წახვალ... )))) მარა ფიფიასაც უნდა მოკითხო ეგ, ლიდერს უკეთესი კონტრაქტი უნდა მისცე
Tbiliseli
11 იანვარი 2020 17:45
0
...და კიდევ-რომ წახვალთ მერე ეს უკანალის თამაში და მე ვწუხვარ რომ წავედი მგონი ზედმეტია,პიროვნულზე წინ რომ აყენებდეთ გუნდს ეგრევე თავქუდმოგლეჯილი არ გაიქცეოდით ,ეს მარტო კუტალიას არ ეხება,იგივეს შენგელიაზე ვიტყოდი
ბათუმის ფანი
11 იანვარი 2020 15:57
2
ირკუტსკის ირტიშში გეშლება ეტყობა მეგობარო)ეს პავლოდარის(ყაზახეთი) ირტიშია
ბათუმის ფანი
11 იანვარი 2020 15:54
0
მეც ავურიე) ომსკის გუნდია ირტიში
ბათუმის ფანი
11 იანვარი 2020 18:00
0
ამას ფეხბურთელი გონია თავი
ლიგა
11 იანვარი 2020 15:27
0
irtishi xazaxetis gundia, ra shuashia ruseti da omi
zurab
11 იანვარი 2020 14:56
0
რა ირტიში? რის ირტიში? რუსეთთან ომი დამთავრდა? დააბრუნეს ლტოლვილები აფხაზეთში და სამაჩაბლოში?
q.g.
11 იანვარი 2020 13:44
20

სიახლეები პოპულარული