"გენტი" ნაყოფიერი შეკრების შემდეგ ბელგიაში დაბრუნდა. ბელგიულმა გუნდმა 1 ახალი ფეხბურთელი დაიმატა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ შეკრებაზე ის იყო, რომ მთავარმა მწვრთნელმა იეს ტორუპმა გიორგი ჩაკვეტაძის გამო ახალი ტაქტიკა გამოსცადა.
"ინგოლშტადის" წინააღმდეგ "გენტმა" თავიდან 4-4-2 სისტემით ითამაშა, შემდეგ კი - 4-3-3-ით.
"პირველი ტაქტიკა ჩვენს ბაზისად რჩება, თუმცა ჩვენ გვჭირდება გეგმა "B". 4-3-3 სქემისთვის შესაბამისი ფეხბურთელები გვყავს. თუმცა არჩეული გზა საკმაოდ წარმატებულია "გენტისთვის", ამიტომაც 90-95%-ის შემთხვევაში ასე განვაგრძობთ. დივიდისა და ჩაკვეტაძესთან ერთად მოედანზე ყოფნის დროსაც 4-4-2 სისტემა შენ
არჩუნდება.
გიორგი კი ჯერ არ არის ძველ დონეზე, თუმცა ახლა უფრო გაბედულია, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ. 1 წლის წინ ის ჩვენი "ოქროს ბიჭუნა" იყო, თუმცა შემდეგ რამდენიმე თვე ტრავმის გამო გაუცდა. მისი დაბრუნება ისეთივეა, როგორც კარგი ფეხბურთელის ტრანსფერი", - განაცხადა იეს ტორუპმა.
2020 წლის პირველ ოფიციალურ შეხვედრას "გენტი" 18 იანვარს, შინაურ კედლებში, "მუსკრონის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
მომზადებულია Het Laatste Nieuws-ის მიხედვით