18 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატის 22-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 3:1 დაამარცხა "მუსკრონი".
რომან იარემჩუკის ტრავმის გამო მწვრთნელმა იეს ტორუპმა ძირითად შემადგენლობაში დააყენა გიორგი ქვილითაია, რომელიც ერთობ აქტიური იყო, მე-9 წუთზე ლორენ დუპუატრი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და მან ანგარიში გახსნა.
შესვენების შემდეგ სტუმრებმა საპასუხო გოლი გაიტანეს, თუმცა მასპინძელთა თავდამსხმელმა ჯონათან დავიდმა ამის მერე 2 წუთში დუბლი შეასრულა და თავის გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
ქვილითაია 75-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა, რომელიც 83-ე წუთზე გოლკიპერთან ერთი-ერთზე გავიდა და ნაღდი მომენტი ვერ გამოიყენა.
"გენტი" 42 ქულით მეორე ადგილზეა და 25 იანვარს "გენკს" უმასპინძლებს.
მთლიანობაში, უნდა ვაღიაროთ რომ ჩვენები ჯერჯერობით თავიანთ კონკურენტებს ჩამორჩებიან და აუცილებლად უნდა მოუმატონ