"სეტუბალის" ახალი პრეზიდენტი: მაკარიძის გაყიდვა? არავითარ შემთხვევაში!

AutoSharing Option
პორტუგალიური საინფორმაციო სააგენტო record.pt-ის ინფორმაციით, "ვიტორია სეტუბალის" ახალი პრეზიდენტი პაულუ გომეში გუნდის წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვას არ აპირებს.

გომეშმა გამოცემასთან საუბრისას კომენტარი გიორგი მაკარიძისა და მცველ არტურ ჟორჟეს გაყიდვის შესახებ გააკეთა და მოკლედ უპასუხა: "მათი გაყიდვა? არავითარ შემთხვევაში, არანაირ ფასად!"

შესაძლოა, აღნიშნული განცხადება პოზიციონერობის საშუალება იყოს ახალი ხელმძღვანელისთვის, თუმცა, თუ რეალურად ამ პოზიციაზეა, ქართველი მეკარისათვის კარგი ამბავი ნამდვილად არ არის. მაკარიძეს უკეთეს გუნდში მოხვედრა სურს და მისი სათამაშო დონე და შედეგები ამის შესაძლებლობასაც აძლევს.

მკითხველის კომენტარები / 5 /
მეც მინდა დიდი ხელფასი!
მინდა!
ვაჟა ზაზაევიჩი
20:44 20-01-2020
4
ძალიანაც კარგი. ვისაც სჭირდება მაკარიძე, გადაიხადოს სამი ტრილიონი და ვნახოთ, თუ ვერ მიიღებს!!! :–)
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული