ასე დასრულდა ჯანო ანანიძისა და "სპარტაკის" ისტორია - რუსულმა კლუბმა ქართველის წასვლა დაადასტურა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძესთან დაკავშირებით განცხადება ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.

კლუბსა და ქართველ ფეხბურთელს შორის კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა, - იტყობინება "სპარტაკი".

"ქართველი ნახევარმცველი "სპარტაკის" სკოლაში 2007 წლის ზაფხულში მოვიდა, ხოლო 2009 წლის 15 ივლისს პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. მაშინ 16 წლის ჯანომ რუსეთის თასის მატჩში "კრასნოდარის" წინააღმდეგ ითამაშა. 90-ე წუთზე მან ულამაზესი გამარჯვების გოლი გაიტანა და კლუბის ისტორიაში გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი გახდა. ეს რეკორდი დღემდე ვერავინ დაამხო.

სულ ანანიძემ "სპარტაკში" 146 მატჩი გამართა და 16 გოლი გაიტანა.
"სპარტაკთან" ერთად ის რუსეთის ჩემპიონი და სუპერთასის მფლობელი გახდა.

ჯანოს ჯანმრთელობას და წარმატებებს ვუსურვებთ", - წერია კლუბის განცხადებაში.

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჯანო, წადი ევროპაში, ქეცბასთან დაგეხმარება ყველანაირად რო აიარო ადაპტაცია, ეგ კაცი ნაღდი ევროპელია თავისი მენტალიტეტით. ძალიან გააძლიერებს ანორთოსისს ჯანოს დონის ფეხბურთელი და ჯანოსაც ჭირდება ანორთოსისი ევროპაში შესაბიჯებლად. ხელფასია პრობლემა, რადგან სადაც 2 მილიონს იღებს კაცი, იქ ორ კაპიკზე არ დაგთანხმდება, მარა იმედია შეთანხება შედგება. წელს ანოსთოსისი ჩემპიონია
ugandas prezidenti
21 იანვარი 2020 16:16
0
მეც პირველი ანორთოსისი ვიფიქრე, თან ქეცბას ევასება ჯანო. მთავარმა ბომბარდირმა რაიომ ტრავმა მიიღო და მაგრად სჭირდება ახლა თავდამსხმელის უკან კარგი შემტევი.
ლაშა
21 იანვარი 2020 16:31
3
სამწუხაროა რო ვერ განვითარდა, არადა მართლა ნიჭიერი იყო თავის დროზე
ირაკლი
21 იანვარი 2020 16:05
1
ვაშაა, როგორ იქნა
გიორგი
21 იანვარი 2020 15:38
1
იმედია ამჯერადაც ტულაში, ტამბოვში ან/და სხვა არასაფეხბურთო პროექტში არ გაეკიდება ფულს.

წარმატებები, ჯანო, და იმედია ევროპაში გააგრძელებ კარიერას, ჯერ კიდევ შესაძლებელია კარიერის აწყობა და 3-5 წელი მაღალ დონეზე თამაში
Supporter
21 იანვარი 2020 15:33
1
რა ტალანტი გაფუჩდა რუსეთში წასვლით. ეხლა იქნებ ქეცბაისთან წახვიდე რომ კარიერა შემოატრიალო. წარმატებები!!!
ლომი
21 იანვარი 2020 15:28
2
წარმატებები ჯანოს, იმედია ისეთ გუნდში გააგრძელებს კარიერას სადაც სათამაშო დრო ექნება. მას ჰქონდა კარგი პერიოდული გამონათებები და იმედია შეძლებს აწი მაღალ დონეზე სტაბილურად თამაშს.
გიორგი კაჭკაჭიშვილი
21 იანვარი 2020 15:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული