ანანიძე ლარნაკაშია და "ანორთოსისთან" კონტრაქტს გააფორმებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
27 წლის ქართველი ნახევარმცველი ჯანო ანანიძე, რომელმაც მოსკოვის "სპარტაკთან" კონტრაქტი გაწყვიტა, კვიპროსში ჩაფრინდა. ეს სურათი ლარნაკის აეროპორტშია გადაღებული.

ჯანო მალე მედშემოწმებას გაივლის და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "ანორთოსისთან" სეზონის ბოლომდე გააფორმებს ხელშეკრულებას.

ტრანსფერის ინიციატორი "ანორთოსისის" მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა და ის ადვილად განსახორციელებელი გახდა, რადგან ანანიძე თავისუფალი აგენტია.

"ანორთოსისი" კვიპროსის ჩემპიონატის ლიდერია, მის ღირსებას კი გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, თორნიკე ოქრიაშვილი და ნიკა კაჭარავა იცავენ.

მკითხველის კომენტარები / 13 /
ქეცბა კარგ საქმეს გვიკეთებს,წარმატება ვუსვურვოთ ამ კაცს.

zas.
20:45 22-01-2020
0
ქეცბაიას ძეგლი უნდა დავუდგათ
roma
20:33 22-01-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული