თემურ ჩოგაძე: "ოლიმპიკში" პირველი გოლი გავიტანე - აქ პროგრესირება შემიძლია

AutoSharing Option
დონეცკის "ოლიმპიკში" ახლახან გადასულმა 21 წლის ნახევარმცველმა თემურ ჩოგაძემ კლუბის საიტს ინტერვიუ მისცა.

- აქამდე მხოლოდ სამშობლოში თამაშობდი. ძნელი იყო საქართველოს დატოვება?
- რა თქმა უნდა. იქ ჩემი ოჯახი ცხოვრობს, მშობლები, გოგონა. თუმცა, მესმის, ეს ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯი იქნება.

- "ოლიმპიკში" როგორ მოხვდი?
- კლუბის წარმომადგენლები დამიკავშირდნენ, კონტრაქტის დეტალები განვიხილეთ და გუნდს შეკრებაზე შევუერთდი. რამდენიმე დღის ვარჯიშის შემდეგ ხელშეკრულების გაფორმება შემომთავაზეს. პირველ ამხანაგურ მატჩში უკვე გუნდის სრულფასოვანი ფეხბურთელის რანგში მივიღე მონაწილეობა.

- გუნდში ვინმესთან დამეგობრება მოასწარი?
- გუნდში ძალიან მეგობრული ატმოსფეროა. რუსულად
კარგად ვერ ვლაპარაკობ, თანდათან ვისწავლი, მაგრამ თუ რამე არ მესმის - ღიმილი ყოველთვის მშველის. "ოლიმპიკში" იუმორის გრძნობის მქონე ბევრი ფეხბურთელია. იგივე ბალაშოვი, კრავჩუკი, დეგტიარევი. ერთად ვთამაშობთ Playstation-ს.

- როგორია შენი შთაბეჭდილებები "ოლიმპიკის" სავარჯიშო პროცესზე?
- ვისენტე გომესის გუნდი იმათგან, სადაც აქამდე მითამაშია, ძირითადად იმით განსხვავდება, რომ აუცილებელია სწრაფად ფიქრი. აქცენტი გადატანილია ტაქტიკასა და თამაშის სტრუქტურაზე. მწვრთნელი ჩვენგან მოედანზე ბოლომდე დახარჯვას მოითხოვს.

- ჩატარებულ 3 საკონტროლო შეხვედრას როგორ შეაფასებ?
- კმაყოფილი ვარ. 3 გამარჯვება მოვიპოვეთ, რაც გუნდში კარგი განწყობის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. პირველი გოლიც გავიტანე. ახლა პარტნიორები ერთმანეთს ვეჩვევით. შემიძლია ვთქვა: სადაც მითამაშია, ეს გუნდი საუკეთესოდაა დაკომპლექტებული. აქ პროგრესირება შემიძლია.

- ვისენტე გომესთან საუბარი გქონდა?
- დიახ, ველაპარაკე და ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იყო ჩემი "ოლიმპიკში" გადმოსვლისა. მწვრთნელმა მითხრა, რომ ჩემი მონაცემები მოსწონს და ჩვენი თანამშრომლობა ურთიერთსასარგებლო იქნება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
უკრაინაში გომესმა თუ შეამჩნია ამ ბიჭის პოტენციალი აქ რამ დააბრმავა ჩვენი ვაი სპეციალისტები?!არადა ჩემს დინამოში რომ თამაშობდა მაგრად მომწონდა მისი თამაში,საოცრად ტექნიკურია
ბათუმის ფანი
17:44 25-01-2020
0

სიახლეები პოპულარული