დანიური გამოცემა: საბა ლობჟანიძე "რანდერსის" დატოვებასთან ახლოსაა

AutoSharing Option
დანიური გამოცემა tipsbladet.dk-ის ინფორმაციით, "რანდერსის" ქართველი შემტევი საბა ლობჟანიძე გუნდის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.

"რანდერსმა" გუშინ, 27 იანვარს, მატიას გროვის ტრანსფერი შეათანხმა და ფეხბურთელთან უკვე კონტრაქტიც გააფორმა. მას საბას შემცვლელად განიხილავენ.

წყაროს ინფორმაციით, სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე 1 კვირით ადრე ყველაზე დიდი შანსი ლობჟანიძის თურქულ კლუბში გადასვლაა.
"რიზესპორის" წარმომადგენლები დანიაში იმყოფებოდნენ ქართველ ფეხბურთელთან მოსალაპარაკებლად.

საბა ლობჟანიძეს "რანდერსთან" კონტრაქტი ამა წლის ზაფხულში უმთავრდება, თუმცა, თუ კლუბს ქართველის სანაცვლოდ რაიმე თანხის მიღება მაინც სურს, მისი იანვარში გაშვება მოუწევს.

საბა ლობჟანიძე "რანდერსის" დატოვებასთან ახლოსაა" style="height: 50px; width: 50px;" />საბა ლობჟანიძემ "რანდერსი" წაგებას გადაარჩინა
მკითხველის კომენტარები / 11 /
გაზაფხულზე კონტრაქტს ვადა გასდისო და რანდერსს ეხლა რომ არ გაეყიდა ცენტიც არ დარჩებოდა გაზაფხულზეოოოო,თავისუფალი აგენტის სტატუსით მუქთად გადავიდოდა ნებისმიერ კლუბშიო.ამიტომ გაყიდა რანდერსმა.წაიკითხეთ სტატიები,რომ გეზარებათ და სათაურიდან გამოგაქვთ აზრები!!!
ზურა
07:38 29-01-2020
0
სატურნირო ცხრილში, რომელ ადგილზეა ,,რიზესფორი,,?
100%
23:30 28-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული