ოვაციები ანანიძეს სადებიუტო მატჩში - კინაღამ ფეხი მოსტეხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის თასის განმეორებით 1/8-ფინალურ მატჩში "ანორთოსისმა" "ოლიმპიაკოსი" 3:0 დაამარცხა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრა ფრედ, 0:0 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში "ანორთოსისმა" იმარჯვა და მეოთხედფინალში გავიდა.

გიორგი ლორია ფამაგუსტური გუნდის მწვრთნელმა თემურ ქებაიამ დაასვენა. თორნიკე ოქრიაშვილი ტრავმირებულია. ბუბა დაუშვილი ძირითადში იყო და 81-ე წუთზე შეცვალეს. მან ტურნირზე მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და პირველ მეოთხედფინალურ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ნიკა კაჭარავა სასტარტოში იყო და 56-ე წუთზე ახალწვეულმა ჯანო ანანიძემ შეცვალა, რომელსაც გულშემატკივრები ოვაციებით შეხვდნენ.

86-ე წუთზე მას მეტოქე გუნდის პორტუგალიელი თავ
დამსხმელი როჯერიო ეუხეშა და გააძევეს. საბედნიეროდ, ჯანო არ დაშავებულა. როჯერიომ ანანიძეს ბოდიში მოუხადა.

1/4-ფინალის კენჭისყრა 30 იანვარს გაიმართება და "ანორთოსისის" მეტოქე გაირკვევა.

ლარნაკა. "ანტონის პაპადოპულოსი"
ანორთოსისი - ოლიმპიაკოსი 3:0
გოლები: 1:0 ვასილაკაკისი (14), 2:0 შილდენფელდი (20), 3:0 კალტსასი (58)
გაძევება: როჯერიო (86, ოლიმპიაკოსი)

altთემურ ქეცბაია: ანანიძე თავისი საუკეთესო ფორმისგან შორს იმყოფება

მკითხველის კომენტარები / 18 /
მოსტეხეს არა, მოტეხეს. ტეხვა არის და არა სტეხვა. ან ისწავლეთ წერა ან სხვა პროფესიაში ცადეთ ბედი. დავაი აბა დაბლოკეთ კომენტარი, ნეგატიური ხო არაფერი შეიძლება ვთქვათ :))
Superman
23:53 29-01-2020
3
ვაჰ, მე მაგ პორტუგალიელის ... არც კი ვიცი როგორც დავწერო, რომ არ დაიბლოკოს ჩემი კომენტარი. გამეორებაზე რამდენჯერმე ვნახე და საშინელ ტრავმას გადაურჩა. ღმერთი შენსკენ, ჯანო - მიაწექი და ეცადე მალე დაიბრუნო ფორმა
Fani
10:57 30-01-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული