ყველაფერი 2.5 წლის წინ დაიწყო - საბა ლობჟანიძე "რანდერსს" დაემშვიდობა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ "ფეისბუქზე" "რანდერსს" გამოსამშვიდობებელი პოსტი მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"ყველაფერი 2.5 წლის წინ დაიწყო. ამ კლუბმა ჩემს საფეხბურთო ასპექტებსა და ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ადვილი არის კლუბის დატოვება, რომელიც ძალიან გიყვარს, მაგრამ ცხოვრებაში გიწევს ხანდახან რთული გადაწყვეტილების მიღება და ახლა ეს დროა. მადლობა ყველას, ვინც გვერდში მედგა და მენდობოდა ამ დროის განმავლობაში: ყველა ფეხბურთელს, მთელ სტაფს და გულშემატკივრებს თანადგომისთვის და თბილი ურთიერთობისთვის. ყოველთვის იქნება ჩემს გულში "რანდერსი" და ყოველთვის ვიქნები "რანდერსის" გულშემატკივარი.
ნახვამდის", - დაწერა ლობჟანიძემ.

შეგახსენებთ, რომ "რანდერსმა" ქართველი ფეხბურთელი "ანკარაგიუჯიუში" გაყიდა. ლობჟანიძემ "რანდერსში" 91 მატჩი ჩაატარა, სადაც 32 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.

Sportall.Ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
დამახრჩო ცრემლმა
ბათუმის ფანი
19:12 31-01-2020
1
საბა უკეტეს გუნდში გადასვლას ნამდვილად იმსახურებდა, გასაკვირია წავიდა უარეს გუნდში ტუნდაც სატურნირო მდგომარეობიტ თუნდათ ფინანსურით რანდერსი აღემატება ანკარაგუჯუს. ჩემი აზრიტ სჯობდა თბილისის ან ბათუმის დინამოში გადასულიყო და ევროტურნირებზე გამოეჩინა თავი მერე უფრო გზა გაეხსნებოდა უკეთესი გუნდებისკენ
იაგო
18:37 31-01-2020
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული