"ქონიასპორის" ქართველ ნახევარმცველ ლევან შენგელიას შესახებ მოკლე სტატიას თურქული საიტი yenihaberden.com-ი აქვეყნებს და საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის შესახებ საუბრობს.
"ქართველმა ფეხბურთელმა ლევან შენგელიამ, რომელსაც "ანტალიასპორის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში სასტარტო 11-ეულში ყოფნის შანსი 2 კვირის შემდეგ ისევ მიეცა, ყურადღება საკუთარი დადებითი მოქმედებით მიიპყრო. 24 წლის გარემარბმა მეტოქეები აიკლო. განსაკუთრებით კარგი მისი გადაცემები იყო.
შენგელია, რომელმაც შესანიშნავი პასი გაუკეთა გუნდის ახალწვეულ რობერტ მაკს, დიდი ალბათობით, გამოცდილი მწვრთნელის თვალთახედვის არეში იქნება და მომავალ კვირებში უფრო მეტ შანსსაც მიიღებს", - წერს საიტი.
ლევან შენგელიამ
"ქონიასპორში" გადაბარგების შემდეგ 12 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 გოლის გატანა მოახერხა.
თურქები ასე ყვირიან თურმე; შენგე! შენგე!!! რაც თურქულად მსხმოიარეს, ანუ დახუნძლულს ნიშნავს... ხოლო, შენ გელ! კი ტყავ გაძრობილ ხეს, გათლილ ფიცარს და ხშირად ეშლებათო, მარა მაი აფერი, სამაგიეროდ ქე კაი ლაზათიანად ურტყამს აი კაცი ბაირამ დუდუკში...აპაა!
მიდი შენგე მიდი! დაიხიე თურქები ისტე რავარც მაგენი იხევენ ზოგიერთებს, მიდი შენგეეეეეეეე1!!!!!!!!!!!!!!