ხვიჩა კვარაცხელიამ დანიელები დაამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ხვიჩა კვარაცხელიასა და ზურიკო დავითაშვილის "რუბინმა" გუშინ, 3 თებერვალს ამხანაგური შეხვედრა გამართა დანიურ "ოდენსთან" და ერთ-ერთ მომენტში ხვიჩამ დანიელების საჯარიმოში შეღწევა ეფექტურად მოახერხა -  მცველს ბურთი ფეხებქვეშ გაუძვრინა და შეტევის გამწვავება სცადა.

"ხვიჩამ ყველაზე კარგად ითამაშა და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ქართველი გარემარბი ყველაზე აქტიური იყო. ხშირად უტევდა მოწინააღმდეგეს, რამდენჯერმე კარში დაარტყა და საჭიროებისამებრ, დაცვაშიც ეფექტური იყო." - წერს რუსული "სპორტექსპრესი" ქართველზე.

კვარაცხელიამ მატჩი სრულად ჩაატარა, ხოლო დავითაშვილი მოედანზე მეორე ტაიმში გამოვიდა. შეხვედრა რუსული კლუბის მარცხით დასრულდა - 0:1.


მკითხველის კომენტარები / 8 /
ძალიან ლამაზად და თექნიკურად ითამაშა, თუმცა დამცირების რა მოგახსენოთ...
რონალდინიო მოედანზე აუპატიურებდა ვიზავის, ტუმცა არა მგონია ვინმეს დაეწეროს მსგავსი სათაური....
dima
05 თებერვალი 2020 16:34
0
უკაცრავად პასუხია და.არ მინდოდა დამეწრა მარა:)სათაურის მერე ვიფიქრე გააკუა კვარაცხელიამ და დანიელებს მიაძახა დაიჭირეთო:):):)
mosexoneli
05 თებერვალი 2020 15:46
0
კარგი ფინტი იყო რომელსაც ზუსტი პასი დაამშვენებდა,სათაური ნამდვილად უადგილოა, რა შუაშია აქ დამცირება, წარმატებები ხვიჩას და ყველა ქართველ ფეხბურთელს
იკა
05 თებერვალი 2020 12:12
0
გოლი არ გაუტანია და თამაში წააგეს, რით ვერ გამოხვედით სინათლეზე
ზორბეგი
05 თებერვალი 2020 09:44
1
ბოლო ფრაზა მაინც არ დაგეწერათ, ძაან ნაცნობი სიტუაციაა .კარგად ითამაშა და დამარცხდა
დავით 67
05 თებერვალი 2020 03:46
0
ჟურნალისტი!! ვერ გევიგეეე?!
Vasili
04 თებერვალი 2020 17:02
0
სად ნახა ავტორმა აქ დამცირება?
urka
04 თებერვალი 2020 16:25
2
ჟურნალისტი სად ნახე?
odala
04 თებერვალი 2020 22:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული