"ანორთოსისს" 3 პენალტი არ დაუდეს, ბოლოს კი ლორიამ გადაარჩინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კვიპროსის ჩემპიონატის გადადებულ მატჩში, რომელსაც 7 022 მაყურებელი დაესწრო, "ანორთოსისი" გასვლაზე "აპოელს" დაუზავდა - 0:0.

ფამაგუსტური გუნდის კარს საიმედოდ იცავდა გიორგი ლორია. ბუბა დაუშვილმა შეუცვლელად ითამაშა. თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა და ვარჯიში დაიწყო, მაგრამ მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ განაცხადში არ შეიყვანა. ვინაიდან ეს გადადებული შეხვედრა იყო, ჯანო ანანიძეს მასში მონაწილეობის უფლება არ ჰქონდა. ნიკა კაჭარავა კი სათადარიგო იყო.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა სამჯერ არ დანიშნა "აპოელის" კარში პენალტი. ბოლოს მასპინძლებმა შეუტიეს და ლორიამ 95-ე წუთზე თავისი გუნდი გადაარჩინა, ხოლო მორიგი იერიშისას მისი
კარი უკვე ძელმა იხსნა.

"ანორთისისი" 40 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ომონიას" 2 ქულით უსწრებს, ხოლო მესამეადგილოსან "აპოელს" - 5 ქულით და 8 თებერვალს "ოლიმპიაკოსს" დაუპირისპირდება.

ნამატჩევს ქეცბაიას არაობიექტურ მსაჯობაზე არაფერი უთქვამს, განაცხადა, რომ ქულაზე მეტს იმსახურებდნენ და შეგირდები შეაქო.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 15 /
ვფიქრობ უფრო სუსტ მეტოქესთან ათამაშებს შემდეგ მატჩში თან გოლს მარტივად გაიტანს ეს ისევ მას თავდაჯერებულობას შემატებს ამით კი უფრო მოუმატებს და ფორმაში იქნება მარტისთვის.. ნანახი მაქვს))))
ჩორნა
02:32 06-02-2020
0
ნაკრები თუ კაჭარავას იმედზეა ცუდად ყოფილა ჩვენი საქმე. ქეცბა მას ტყუილა არ დასვამდა სკამზე,უნდა მოუმატოს და სტაბილური გახდესო თქვა, საჩემპიონო გუნდს წვრთნის და კაჭარავას როდის გაუვარდება მაგის იმედად ვერ იქნება,ეს თქვა ოღონდ დიპლომატიურად. აი ლორიას დაუშვილის კარგი ფორმა მახარწბს პლუს ჯანოც ათამაშდება..
გოგა
10:07 06-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული