
5 თებერვალს, "ანორთოსისი" კვიპროსის" ჩემპიონატზე "აპოელს" შეხვდება და larnakasports-ი თემურ ქეცბაიას გუნდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
გამოცემის მტკიცებით, თორნიკე ოქრიაშვილმა ტრავმა მოირჩინა, ქეცბაია ვარჯიშებზე დააკვირდება და გადაწყვეტს, შეუძლია თუ არა ასპარეზობა, თუმცა ჯერ 100%-ით მზად არ არის და ამის შანსი ნაკლებია.
რადგან ეს გადადებული შეხვედრაა, ჯანო ანანიძეს მონაწილეობის უფლება არა აქვს და გუნდს ვერ დაეხმარება.
"ანორთოსისი" 39 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ "ომონიას" 1 ქულით, ხოლო მესამეადგილოსან "აპოელს" 5 ქულით უსწრებს. ასე რომ, ქართველების გუნდს მეტად მნიშვნელოვანი დაპირისპირება ელის.