საბა ლობჟანიძე: არველაძეების მსგავსად, თურქეთში სახელის დატოვება მინდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების გარემარბმა, თურქული "ანკარაგიუჯიუს" ახალწვეულმა საბა ლობჟანიძემ გუნდის ვარჯიშის პარალელურად, ადგილობრივ klasspor-ს მცირე ინტერვიუ მისცა.

"ანკარაგიუჯიუში" იმიტომ გადმოვედი, რომ ძალიან კარგი, დიდი კლუბია. ამასთანავე, თავად ქალაქი ანკარა ძალიან მომწონს და აქ სწორედ ამ ორი მიზეზის გამო ვარ. გარდა ამისა, კლუბს შესანიშნავი გულშემატკივრები ჰყავს და არ შემიძლია ამის არგამოყოფა.

ძალიან გაბრაზებული ვიყავი ორი ძელის გამო. გოლის გატანა და გამარჯვების მოპოვება მსურდა. თუმცა ეს ფეხბურთია, რომელიც ცხოვრებას ჰგავს და ზოგჯერ არ გვიმართლებს. მაგრამ, რაც მთავარია, შრომა უნდა განვაგრძოთ და ყველაფერი კარგად
იქნება.

მე მჯერა ჩემი თანაგუნდელების და თუ ფეხბურთელები, პერსონალი და გულშემატკივრები ერთად ვიქნებით, დარწმუნებული ვარ, რომ სუპერლიგაში დარჩენას მოვახერხებთ.

შოთა და არჩილ არველაძეები ძალიან კარგი ფეხბურთელები იყვნენ, მათ თურქეთში დიდი სახელი ჰქონდათ. მეც ამ ტრადიციის გაგრძელება მინდა", - განაცხადა საბამ.

"ანკარაგიუჯიუ" მომდევნო შეხვედრას ხვალ, 7 თებერვალს, "იენი მალატიასპორთან" გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
კაით რა,გასაგებია ეს შენი სამუშაოა მაგრამ ანკარაგიუჯუ დიდი კლუბიაო როგორ უნდა თქვა კაცმა?!)
ბათუმის ფანი
20:22 06-02-2020
1
შენ დანიაშიც ამბობდი ჩემი დროაო.. თავმდაბლობა მხოლოდ ამშვენებს ადამიანს ;)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული