წაგების შემდეგ ქეცბაია ჟურნალისტს განურისხდა: ჯიბიდან ხელი ამოიღე!

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატზე "ოლიმპიაკოსთან" 1:2 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე "ანორთოსისის" მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ ჟურნალისტს შეუტია.

"წელს ძალიან დიდი გზა გაიარეთ", - კითხვის დასმა დაიწყო ჟურნალისტმა, მაგრამ მას სიტყვა ქეცბაიამ შეაწყვეტინა და უპასუხა:"არა, ჩვენ გავიარეთ, ჩვენ გავდივართ! ჯიბიდან ხელი ამოიღე. მე ვზივარ და გისმენ, შენ კი ხელი ჯიბეში გაქვს ჩაყოფილი...".

ქეცბაიამ ნამატჩევს შემდეგი განაცხადა:"მეტოქეს გამარჯვებას ვულოცავ. ის მივიღეთ, რაც დავიმსახურეთ. კარგად ვერ ვითამაშეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში. მეორე ტაიმში ვეცადეთ, მაგრამ არ გამოგვივიდა. რამდენიმე შეხვედრა მიყოლებით ჩავატარეთ, ახლა ერთი კვირა გვაქვს დასასვენებლად. პირველ
ადგილზე ვართ და გვინდა ლიდერებად დავრჩეთ.

ამაზე შეჩერება არ მსურს. შეიძლებოდა მატჩი ფრედ დასრულებულიყო, შეიძლებოდა მოგვეგო კიდეც. ამ ფეხბურთელებით ვართ სატურნირო ცხრილის სათავეში. 2 კვირაში 6-7 მატჩი ჩავატარეთ. ჩემს გუნდს უნდა დავეხმარო. ეს ადვილი არ არის. თქვენ ნახეთ, რაც მოხდა დერბიში. ასეთი შეხვედრიდან 3 დღის შემდეგ თამაში ადვილი არ არის", - ციტირებს ქეცბიას 24sports.

"აპოელთან" წინა ტურში "ანორთოსისს" 3 პენალტი არ დაუნიშნეს, მაგრამ ამაზე ქეცბაიას არ დაუჩივლია.

მკითხველის კომენტარები / 14 /
ქეცბა არასდროს უძვრება ვინმეს,ზოგიერთებით უკანალს არ ათამაშებს,პირდაპირი და ალალი კაცია,ამიტომაც ვცემ პატივს,გახსოვთ მისი სიტყვები-რა ფული რის ფული ტო !? ნაკრები იგივეა როგორც არმიაში გაწვევა,დაგიძახეს? კეთილი ინებე ჩამოდი და ემსახურე საქართველოს,არ გინდა? ე.ი.დეზერტირი ხარ!!! ჯიგარი ხარ ქეცბა,იმედია ოდესმე ჩემი დინამო-ს მწვრთნელად გიხილავ
ბათუმის ფანი
11:50 09-02-2020
2
დღევანდელმა წაგებამ გული დამწყვიტა ძალიან დიდი სურვილი მაქვს,რომ ანორთოსისი გახდეს ჩემპიონი და ითამაშოს ჩემპიონთა ლიგაზე ან ევროპის ლიგაზე ჯგუფში და ქართველმა ფეხბურთელებმა და მწვრთნელმა მიაჰწიონ წარმატებას ამ კუბთან ერთად და რაც მთავარია დიდი იმედი მაქვს თემურ ქეცბაიასი რადგან ჩვენი ნაკრების სამი საკვანძო ფეხბურთელი თამაშობს ანორთოსისში და იმედი მაქვს ქეცბა მათ კარგ ფორმაში შეიყვანს მარტის თამაშებისთვის რადგან ესეთი შანსი შეიძლება მეორედ აღარ ჰქოდეს სრულიად საქართველოს რომ საკუთარი ნაკრები იხილოს დიდ ტურნირზე რაზეც უვკვე ათწლეულებია ვოცნებობთ სრულიად ქვეყანა
გიორგი
00:49 09-02-2020
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული