ახლახან დონეცკის "ოლიმპიკში" გადასული ნახევარმცველი თემურ ჩოგაძე გუნდის ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი გახდა და კიდევ გაიტანა გოლი.
დონბასურმა გუნდმა მეორე თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ მატჩში ლუქსემბურგის "რასინგი" 3:0 დაამარცხა, ჩოგაძემ მე-60 წუთზე ანგარიში 2:0 გახადა, შემდეგ კი შეცვალეს.
"ოლიმპიკი" 13 თებერვალს ბათუმის "დინამოს" შეხვდება, 14 თებერვალს ყაზახეთის "კაისარს", მერე უკრაინაში დაბრუნდება და 22 თებერვალს ჩემპიონატზე "ლვოვს" უმასპინძლებს.
თემურ ჩოგაძე: "ოლიმპიკში" პირველი გოლი გავიტანე - აქ პროგრესირება შემიძლია