გვილია შევიდა, საგოლე გადაცემა გააკეთა და "ლეგიამ" თამაში შემოატრიალა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პოლონეთის ექსტრაკლასის 21-ე ტურში ვაკო გვილიას "ლეგიამ" სახლში 3:1 დაამარცხა ლკს.

გვილია 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო. ორიოდ წუთში როსოლეკმა მისი პასით ანგარიში გაათანაბრა. ამის შემდეგ "არმიელებმა" კიდევ ორი გოლი გაიტანეს და გაიმარჯვეს.

გვილიამ მიმდინარე ჩემპიონატის 21 შეხვედრაში სამჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი.

"ლეგია" 41 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "კრაკოვიას" 2 ქულით უსწრებს და 15 თებერვალს სტუმრად "რაკოვს" შეხვდება.

ვარშავა. "მაიევსკი". 23 898 მაყურებელი
ლეგია - ლკს 3:1
გოლები: 0:1 პიონტეკი (53), 1:1 როსოლეკი (70), 2:1 ანტოლიჩი (85, პენ), 3:1 კანტე (89)
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული