გიორგი მაკარიძის ეფექტური "სეივები" "ვიტორიას" მოსაგებად არ ეყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 9 თებერვალს, პორტუგალიის პრიმერა ლიგის მე-20 ტურში გიორგი მაკარიძის "ვიტორია სეტუბალი" გასვლაზე "მორეირენშეს" დაუპირისპირდა და ფრედ ითამაშა - 1:1.

აღსანიშნავია, რომ მაკარიძემ, რომელმაც მოედანზე 90 წუთი გაატარა, რამდენჯერმე გადაარჩინა სტუმართა კარი გაშვებული გოლისგან, თუმცა შეხვედრის 95-ე წუთზე მასპინძლებმა მაინც შეძლეს ქართველი კიპერის კარის აღება.

"ვიტორია სეტუბალი" 20 ტურის შემდეგ პორტუგალიის უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილში 26 ქულით მე-10 ადგილს იკავებს. მომდევნო ტურში "ვიტორია" საკუთარ მოედანზე "ჟილ ვისენტეს" მიიღებს. ეს მატჩი 15 თებერვალს, თბილისის დროით 00:30 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხაზზე თამაშში ძალიან მაგარი მეკარე, მაგრამ გამოისვლაძე სუსტია მაკარიძე :( მისი გოლების 90% საჯარიმოში არეულობით გადის !
შხამა
21:06 10-02-2020
0
მერე, საჯარიმოში არეულობა მაკარიძის ბრალია? დაცვა, დაცვაა
vaso
14:13 11-02-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული