![](https://sportall.ge/pictures/image31/3bb47363cc05f23899125d2b83b34b62.jpg)
თურქულ შეკრებაზე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში ქართველების "ტობოლმა" კიევის "დინამოს" 4:2 მოუგო.
კუსტანაურ გუნდში შეუცვლელად ითამაშა ჯაბა კანკავამ, ხოლო ნიკა კვეკვესკირი სასტარტოში იყო და 69-ე წუთზე შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ "ბატესთან" შეხვედრის (1:1) შემდეგ "დინამოს" მწვრთნელმა ოლეკსეი მიხაილიენკომ რიგი ფეხბურთელები დაასვენა და ექსპერიმენტული შემადგენლობა ათამაშა.
15 თებერვალს თბილისის "დინამო" კიევის "დინამოს" შეხვდება, ხოლო "ტობოლი" - ბელარუსის "ისლოჩის".