დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი მატჩის დღე - საქართველო VS თურქეთი

AutoSharing Option
მთელი საქართველოსთვის ასე ნანატრი წუთები სულ უფრო ახლოვდება, როცა ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ჩაატარებს და თურქებს დაუპირისპირდება - დღეს, 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე.

უკვე მესამე თვეა, ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე, შესაძლო სცენარსა თუ მოწინააღმდეგის დადებითსა და უარყოფითზე ვწერთ და თითქოს ახალი რა უნდა ვთქვათ. განსაკუთრებული მოტივირება არც ბიჭებს სჭირდებათ - ვილი სანიოლის გუნდს ყველაფერი გათავისებული აქვს და პირიქით, ამ პასუხისმგებლობამ ზედმეტად არ უნდა დაძაბოთ!..

კვარაცხელიას შეჩერება გაუჭირდებათ...

Sportall.Ge

რა დიდიც უნდა იყოს "კვარას" ცნობადობა, რაც უნდა თქვას
მეტოქის დამრიგებელმა მატჩამდე, დებიუტანტ საქართველოსთან თავს მაინც ყველა ფავორიტად მიიჩნევს და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ!.. მონტელამ კი აღნიშნა, ქართველები კონტრშეტევებზე სახიფათონი არიანო, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად ისინი იერიშებზე უარს ვერ იტყვიან... ამ დაპირისპირებას სხვადასხვა ხასიათი და სიუჟეტები ექნება და წარმატებას მიღწევს ის, ვინც კონცენტრაციას ნაკლებად დაკარგავს. როცა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთი შესწავლილი ჰყავთ, აქ სიახლის ძალა დიდი შეიძლება იყოს, მაგრამ რას ნიშნავს კვარაცხელიას, მიქაუტაძისა თუ ჩაკვეტაძის "შესწავლა?!" მათ თამაშის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ წამს შეუძლიათ! მთავარი მაინც გუნდურობა და ერთსულოვნება იქნება.

რაც შეეხება შემადგენლობას, სანიოლისთვის კიტეიშვილის ბოლომდე მომჯობინება უმნიშვნელოვანესი ამბავი იყო, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. სასტარტოში ველით კვირკველიას. რაც შეეხებათ თურქებს, მათ ირგვლივ გარკვეული საკადრო პრობლემებია. პერსპექტიული ახალგაზრდები - როგორც "რეალის" წევრი გულერი, ასევე "იუვენტუსელი" ილდიზი, სასტარტოში იქნებიან.

სანიოლის მთავარი დანაკლისი კიტეიშვილია...

Sportall.Ge

ესაა მატჩი, სადაც ამ ნაკრებების აქამდე არსებული დაპირისპირებები თუ სხვა დეტალები აზრს კარგავს, ეს მთელი საქართველოსთვის სრულიად ახალი ათვლის წერტილია!..

სავარაუდო შემადგენლობები:

თურქეთი (4-2-3-1) : გუნოკი - აიჰანი, დემირალი, ბარდაქჩი, კადიოღლუ - ოზჩანი, ჩალჰანოღლუ(C)- გულერი, ილდიზი, აქტერქოღლუ - ილმაზი

მწვრთნელი - მონტელა

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია(C), დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი - შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

მწვრთნელი: სანიოლი

მსაჯი: ტელო (არგენტინა)

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altსაქართველო-თურქეთის მატჩს არგენტინელი არბიტრი განსჯის

altსაათები საქართველოსთვის ისტორიული ევროს დაწყებამდე - ყველა ნაკრების წარდგენა

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

მკითხველის კომენტარები / 39 /
მსაჯის ფაქტორი არ მომწონს. ეს არგენტინელი ზედმეტად მკაცრია. უამრავ ყვითელ ბარათს იძლევა. წითელსაც არ ერიდება. მაინც ვერ გავიგე ევროპაზე რა უნდა სამხრეთამერიკელ მსაჯს.
დავით 67
17:40 18-06-2024
2
პირველად მონაწილეობენ
მოედანზე გასვლისთანავე ფეხები მოეკეცებათ. მაგრად ინერვიულებენ.
ამას უნდა შეხვდნენ მაგრად
როგორმე გადალახონ ნერვიული წინააღმდეგობა და მერე ყვწლაფერი კარგად წავა
თენგო
17:10 18-06-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული