"გენტის" მენეჯერი ამბობს, რომ ჩაკვეტაძე 25 მილიონზე მეტი ღირს

AutoSharing Option
"გენტის" გენერალურმა მენეჯერმა მიშელ ლუვეჟიმ თავისი გუნდის შესახებ sportmagazine-თან ისაუბრა და ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის ფასი დაასახელა.

მისი თქმით, ჰოლანდიელებისგან განსხვავებით, ბელგიური კლუბები თავიანთი ფეხბურთელების რეკლამირებაში მოიკოჭლებენ, ამიტომ ძვირად ვერ ჰყიდიან, ფასებს არ უწევენ, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძე და ჯონათან დავიდი 25 მილიონ ევროზე მეტად ფასობენ. მან განსაკუთრებით დავიდი აქო და თქვა, რომ ყოველი მატჩისას დაახლოებით 12 კილომეტრს დარბის და ასეთი მოთამაშე 30 წელია არ უნახავს.

20 წლის ჩაკვეტაძემ ტრავმით გამოწვეული რვათვიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონატის 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მისმა თანატოლმა დავიდმა
კი 23 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია რომ ცოტა დრო ეძლევა, ფრთხილობენ ტრამვა არ გაიმიზეზოს, ხომ ხედავთ რა თანხებზეა საუბარი. იმედია მარტის ბოლომდე მოუმატებს. ვაისას ადგილზე ბელორუსებთანაც არ ვათამაშებდი, რადგან მაგ თამასებში ძალიან დიდი შანსია ტრამვის გამიზეზების. საქართველოს აქვს ფეხბურთელების რესურსი რათა ორივე ტამაში მოვიგოთ ჩაკვეს გარეშეც, მხოლოდ ვაისა და ფედერაცია მატ ვერ ან არ ხედავს და მეშინია ამ ბიჭსაც არ დაასრულებინონ ფეხბურთის თამაში ნაადრევად
vaso
22:13 13-02-2020
2
ვისაც ცვენი წარმატებები გულზე ლახვარივიტ ხვდება ეს იმატი კომენტარებია.გამგები გაიგებს ვისზეა ლაპარაკი.
ushangi
21:14 13-02-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული