14 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 26-ე ტურში "გენტმა" სტუმრად "ეუპენი" 3:2 დაამარცხა.
გიორგი ქვილითაია სასტარტოში იყო და 68-ე წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ შეცვალა, რომლის საგოლე გადაცემით მცველმა კასტრო-მონტესმა 84-ე წუთზე თავურით გამარჯვების გოლი გაიტანა.
"გენტის" 20 წლის თავდამსხმელმა ჯონათან დავიდმა დუბლი შეასრულა და მის ანგარიშზე მიმდინარე ტურნირის 25 მატჩში 15 გოლია.
"გენტი" 52 ქულით მეორე ადგილზეა და 23 თებერვალს, შემდეგ ტურში "სენტ ტრუიდენს" უმასპინძლებს, იქამდე კი, 21 თებერვალს, ევროპა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში გასვლაზე "რომას" დაუპირისპირდება.
ეუპენი. "ამ კაჰრვეგი"
ეუპენი - გენტი 2:3
გოლები: 0:1 დავიდი (5), 1:1 პრევლიაკი (7), 1:2 დავიდი (12), 2:2 მილიჩევიჩი (19), კასტრო-მონტესი (84)
ღმერთმა ქნას.