თურქეთის სუპერლიგის 22-ე ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" საკუთარ მოედანზე "ფენერბახჩე" 2:1 დაამარცხა.
ანგარიში ამ მატჩში ლობჟანიძემ გახსნა. მან თავის ახალ გუნდში სადებიუტო გოლი მე-13 წუთზე გაიტანა და 73-ე წუთზე შეცვალეს. შემდეგ კიევის "დინამოდან" იჯარით აყვანილმა ლუქსემბურგელმა თავდამსხმელმა ჟერსონ როდრიგესმაც დალაშქრა "ფენერის" კარი. ორივე საგოლე გადაცემა პოლონელმა ნახევარმცველმა კონრად მიჩალაკმა გააკეთა. კომპენსირებულ დროში სტუმრებმა ერთი საპასუხო გოლის გატანა შეძლეს.
რაც საბა გადავიდა, ანკარის გუნდმა 3 მატჩში 7 ქულა მოიპოვა, 20 ქულით მე-15 ადგილზეა და 23 თებერვალს სტუმრად "გენჩლერბირიგლის" დაუპირისპირდება. არადა, სანამ გადახალისდებოდა, "ანკარაგიუჯიუ" ყველას გასავარდნად განწირულად მიაჩნდა.
საბა,ბუდუ,აბურჯანია გოლები. ნელ-ნელა ვემზადებით მარტისთვის.წარმატებები
მთელი დანის კლუბები რომ შეკრიბონ ყველას ერთად არ ექნება იმხელა ბიუჯეტი რამდენიც აქვს მარტო გალათასარაიას თურქეთში ასე რომ იქ კარგი თამაშით შეიძლება ტოპ თურქულ გუნდში გადასვლა იგივე გალთასარაია იქა ბეშიქთაში ფენერბაღჩე ბაშაქშეჰირი ერდოღანის გუნდი სივასპორი ანტალია საკმაოდ თურქეთში უფრო მეტი პერსპექტივა აქვს ვიდრე დანიაში ქონდა იმ გუნდში მითუმეტეს სადაც იყო.