ვაკო გვილიამ პოლონეთის ექსტრაკლასაში მორიგი საგოლე პასი გააკეთა.
22-ე ტურში გვილია "რაკოვთან" გასვლით მატჩში შეცვლაზე 54-ე წუთზე შევიდა და მისი პასით ხოსე კანტემ "ლეგია" დააწინაურა (2:1). თუმცა, მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხეს და ფრეს მიაღწიეს - 2:2.
ვაკო გვილიასთვის აღნიშნული ასისტი ეკსტრაკლასას მიმდინარე სეზონში მე-5 იყო და ამ მაჩვენებლით მხოლოდ "ლეხის" შემტევ იეტვიჩს ჩამორჩება.
"ლეგია" 42 ქულით ლიდერია და 22 თებერვალს "იაგელონიას" უმასპინძლებს.