უცნაურად გათამაშებული ჯარიმა - ზურიკოს გოლი და საგოლე გადაცემა "ქაირათთან" [VIDEO]

AutoSharing Option
თურქულ შეკრებაზე ყაზახეთის "ქაირათთან" ჩატარებულ საკონტროლო მატჩში (2:3) "რუბინის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა.

ამ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია ხვიჩა კვარაცხელიას, დავითაშვილმა კი შეუცვლელად ითამაშა. პირველი ტაიმი ყაზანურმა გუნდმა 0:3 წააგო, ხოლო მეორე ტაიმი უკეთ ჩაატარა.

76-ე წუთზე ზურიკომ პენალტით ანგარიშში სხვაობა შეამცირა.


90-ე წუთზე კი მისი პასით დანიელმა ოლივერ აბილდგორმა გაიტანა გოლი.


22 თებერვალს "რუბინი", შეკრების უკანასკნელ მატჩში მოლდოვის "შერიფს" შეხვდება, პირველ მარტს კი, რუსეთის
პრემიერლიგის მე-20 ტურში გასვლაზე "ტამბოვს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 3 /
rais zuriko!:)))? zuriko ara zurikela da bebia,iliko da ilarioni kidev:))))))))))
Degraf
14:39 20-02-2020
12
ცუდი ფეხბურთელი არარის მაგრამ არც კარგი,შარშან იმდენი თამაში ითამაშა და ერთი გოლი გაუვარდა ყარაულის თოფივით, ზარანდია აი ვინ ჭირდება ნაკრებს,
რატი
21:02 20-02-2020
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული