ნეიმართან ვარჯიში, "პსჟ" და "იუვენტუსი" - ამის მიუხედავად ნიკოლოზ ქუთათელაძე "სპარტაკშია"...

AutoSharing Option
2018 წლის 19 თებერვალს Sportall.ge-მ იმედის მომცემ ქართველ ფეხბურთელ ნიკოლოზ ქუთათელაძესთან ინტერვიუ შემოგთავაზათ.

ეს ჯერ კიდევ ის პერიოდია, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის გახლდათ და პსჟ-ის ახალგაზრდულ გუნდში ირიცხებოდა. საინტერესოა, რომ მისით ისეთი ცნობილი პიროვნება იყო პირადად დაინტერესებული, როგორიც ტურინის "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ფაბიო პარატიჩია.

აი, რა თქვა ქუთათელაძემ 2018 წელს ჩვენთან საუბარში:

"კონკრეტული მიზანი მაქვს - "პსჟ-ს" პირველ გუნდში თამაში. ხშირად რეკავენ ჩემს ოჯახში აგენტები, სკაუტები და გუნდების წარმომადგენლები... ამას წინათ, იტალიელები დაუკავშირდნენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას და კონკრეტულად ალექსანდრე
იაშვილს.

მათ ჩვენს ოჯახთან უნდოდათ დაკავშირება. ეს ამბავი გვითხრა ალექსანდრე ამისულაშვილმა, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია. შემდეგ ლორენცო კაპრანიმ დაურეკა მამაჩემს, რომელიც 12 წლის განმავლობაში კახა კალაძის აგენტი იყო.

მან გვითხრა, რომ ტურინის "იუვენტუსის" დავალებით გვირეკავდა, პირადად ფაბიო პარატიჩი, ტურინელთა სპორტული დირექტორი იყო ჩემით დაინტერესებული, რომელიც ჩამოსულიც კი იყო პარიზში. კლუივერტს სთხოვა, რომ ეშუამდგომლა, თუმცა შემდეგ მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.

მიუხედავად ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრე ამისულაშვილსა და ალექსანდრე იაშვილს".

საინტერესოა, რომ ამ ინტერვიუდან 2 წელზე ოდნავ მეტი გავიდა, თუმცა სამწუხაროდ, ქუთათელაძეს არა პარიზსა და ტურინში, არამედ მოსკოვში ვხედავთ.

დიახ, დღეს ის "სპარტაკის" დუბლებში ასპარეზობს, თუმცა ჯანო ანანიძის ყოფილ გუნდამდეც გრძელი გზა იყო გასავლელი.

ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ქუთათელაძე 2018 წლის მიწირულს "პსჟ-დან" "ანჟიში" გადაბარგდა, თუმცა მახაჩყალურ გუნდს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, ის ვერ დაარეგისტრირა და შესაბამისად, ახალგაზრდა შემტევსაც ახალი კლუბის ძიება მოუხდა.


2019 წლის თებერვალში ჩვენებური უკვე კიევში გამოჩნდა და თავის დამკვიდრება "დინამოში" სურდა, თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელებს თავი ვერ მოაწონა...


უკვე 3 თვეში, ანუ 2019 წლის მაისში, ქუთათელაძე  შემოწმებაზე მოსკოვის "სპარტაკში" იმყოფებოდა, რასაც წარმატებით გაართვა თავი და დუბლებშიც ჩაირიცხა.


ახლა ნიკოლოზი სწორედ "სპარტაკის" მე-2 კლუბში ირჯება და იმისთვის იბრძვის, რომ ძირითად გუნდში დააწინაურონ. ის მხოლოდ 18 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს, მაგრამ "სპარტაკი" ქართველებისთვის ჯანო ანანიძის გამო მწარე მოგონებად, რომ დარჩა, ფაქტია.


ქუთათელაძე თავად ამბობდა, რომ რამდენიმეჯერ "პსჟ-ი" ძირითად გუნდთან ერთად ივარჯიშა, სადაც ნეიმარი ირჯება. საინტერესოა, როგორ "ახერხებენ" ქართველები ფეხბურთელები, რომ "ბარსელონასა" და "პსჟ-ში" ვარსკვლავების გვერდზე ვარჯიშობენ, შემდეგ კი "ურალი" და მოსკოვის "სპარტაკი" სანატრელი უხდებათ.

მოკლედ, ტენდენცია ძალიან ცუდია და იმედია, მას სწორედ ქუთათელაძე დაარღვევს, რადგან ეს სტატია გვინდა რომ მისთვის და სხვა ფეხბურთელებისთვის სტიმულის მიმცემი და მოტივატორი იყოს...

მკითხველის კომენტარები / 33 /
პსჟ დან როგორ უნდა წახვიდე კაი რა. ნეიმარი არ მიდის და მბაპე. ცუდი იყოო ქართველსაც მათ გვარძე ეთამაშა?
432
22 თებერვალი 2020 11:54
8
ფეხბურთელებს ესე უდიერად რომ იხსენიებ ამის უფლება ვინ მოგცა,ომის დროს საზღვარზე იდექი გასაქცევად შენ ლიდერებთან ერთად ბოკერია და მიშასთან,ნაც-ბოკერიობა როგო არ გიტყდება,ეს ბიჭები ვინც რუსეთში თამაშობენ ძალიან ბევრს აკეთებენ სამშობლოსთვის და წარმატებები მათ ყველას,შენ და შენ ლიდერებივით კი არ გარბიან,იფიქრე ამაზე და გააცნობიერე
გლახუნა-ს
22 თებერვალი 2020 23:32
21
რა შუაშია აქ პოლიტიკა. რამდენი ფეხბურთელი იცი რუსეთის ჩემპიონატიდან ტოპ გუნდში მოხვედრილიყო. მაქსიმუმ 10.
რუსეთი არ არის ტრამპლინი. ფეხბურთელი რომელსაც განვითარება სურს იქ არ უნდა წავიდეს.
ფინანსური მხარე უფრო დიდ როლს თამაშობს და ესაა მთავარი პრობლემა.
რუსეთის ჩემპიონატი იშვიათი გამონაკლისების გარდა არის ფეხბურთელთა ჭაობი. არა იმიტომ რომ რუსთა მოძულე ვარ ან რამე. ფაქტია უბრალოდ.
ძალიან გამიხარდება თუ ქართველი “აგენტები” ცოტა კურსს თუ შეიცვლიან, ნორმალური ჩემპიონატებისკენ გაიხედავენ და მაყუთის კეთების მაგივრად ფეხბურთელის განვითარებაზე იფიქრებენ მითუმეტეს როცა ახალგაზრდებზეა საუბარი.
როგორ შეიძლება ქართველი ტალანტები ყაზანის რუბინში შეტენო და ამით იამაყო. როცა დასავლური გუნდების ინტერესი არსებობს.
სანდრო
24 თებერვალი 2020 01:22
0
Yvelas fulis shovna ro unda magashia saqme rusetis chempionatshi vin gaibrwyina da egreve evropashi wavida mitxarit araa rusetis chempionatis magali donis ara aq yvela fulis sashovnad midis
Ucnobi
22 თებერვალი 2020 12:53
1
რუსეთის საფეხბურთო ლიგა ერთ-ერთი ძლიერი ლიგაა როგორც ფინანსურად ასევე სხვა ასპექტით,წარმატებები მინდა უსურვო ქუთათელაძეს,რაც შეეხება ბოღმით სავსე კომენტარ მაინტერესებს ნაციონალობა არ გიტყდება,მიშისტობა და ბოკეტიას ძახილზე სირბილი,ყველაზე მეტად ეს არის დადაგმობი
გლახუნა-ს
22 თებერვალი 2020 18:38
13
რა შუაშია ბოღმა,რაა?! რა ბოღმა რის...აზროვნება, გონება არა გაქვთ?!...,,ქართველნო,,- მთლად დ ე გ რ ა დ ი რ დ ი თ?! -მტერია,მტერი-რუსეთი... აფხაზეთი,სამაჩაბლო - სისხლი ,მტრობა, ტკივილი, მეგობრების საფლავები ოკუპირებული ტერ-ბი... სადა ხართ და სად იყავით?!საქართველოს დ ა შ ლ ა არის მისი ე რ თ ა დ ე რ თ ი მიზანი და ასრულებენ .. თუ ფულის კეთება გირჩევნიათ მანდ ურუსეთში და... თან ის რუსეთი-ადამიანთა ცხოვრების დონით და ხარისხით...8 3 - ე ადგილზეა და სრული უპერსპექტივობით...წაიყვანეთ ბავშვები ურუსეთში ფეხბურთშიც, რაგბშიც,მიდიიით...გათელეთ ეროვნული -სახელმწიფო ღიერსება... აბა ვის სულიერ წინაპარზე წუხდა ილია ,,მტრის არ მცნობი, მოყვრის მგმობი, გარეთ მხდალნი შინ ძლიერნი ...,, -როგორ დემაგოგობთ - სხვადასხვაა არის პოლიტიკა -სპორტი ?! ასე უნდა ილაპარაკოთ და ამ დროს იგივე ურუსეთისათვის... გავლენის სფეროების დადგენის ერთ-ერთ საშუალებად ქცეული...ანუ გ ა დ ა ჯ ა ვ შ ნ უ ლ ი ა მტკიცედ პოლიტიკა და სპორტი ...იმ თქვენს რუსეთიც ნიჭიერი ფეხბურთელები -ევროპაში გარბიან თუ შანსი მიეცემათ და ამ დროს ...- მოკლედ- თუ დროზე ა რ მოშორდება -რუსეთს სამწუხაროდ თავად ნახავთ როგორ გააფუჭებენ...შეიძლება საერთოდ დ ა ი კ ა რ გ ო ს ...
გლახუნა
22 თებერვალი 2020 22:56
6
ეს სპორტული რესურსია და არა პოლიტიკური არენა ,...ნაცებს სხვაგან ეომეთ :))
ქოცებს
23 თებერვალი 2020 11:26
4
რა გინდათ რატომ არ აქვეყნებთ ჩემ კომენტარს რატომ ბლოკავთ სიმართლის გამო
gio
22 თებერვალი 2020 12:39
2
კარლოს კაიზერი გაგიგიათ?
პაპა
22 თებერვალი 2020 12:33
2
....სწორედ ამის თქმა უნდოდა სალუქვაძეს ასე აგრესიულად რომ მოახდით ბევრმა ეშინოდა სხვებსავით ჩაქვესაც რამე არ დაემართოსო ... მარა ჩაქვეს სხვა ბევრი ქართველი ფეხბურთელებისგან განსხვავებით ჟინიანი ხასიათი ქონია ! მიდი ჩაქვე ,მაგარი ხარ!
ემზარ დუისბურგი
26 თებერვალი 2020 00:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული