ქართველების ბენეფისი "გენტში" - რომასთან" მატჩშიც მათ კარგ ასპარეზობას ველით [VIDEO]

AutoSharing Option
ნავსი გატყდა - ვნახეთ ის, რასაც ველოდით

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში "გენტმა" საკუთარ მოედანზე 4:1 დაამარცხა "სენტ ტრუიდენი" და ამ დამაჯერებელ გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი გიორგი ქვილითაიამ და გიორგი ჩაკვეტაძემ შეიტანეს.

მწვრთნელმა იეს ტორუპმა, როგორც იქნა, ძირითადში დააყენა ისინი, შეუცვლელად ათამაშა და არც უნანია.

მე-10 წუთზე ქვილითაია საჯარიმოში მცველმა წააქცია და პენალტი დავიდმა გაიტანა.

მე-14 წუთზე ქვილითაიამ თავურით დალაშქრა მეტოქის კარი და მიმდინარე ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.


26-ე წუთზე
ჩაკვეტაძის პასით გოლი დავიდმა გაიტანა.


მეორე ტაიმში დავიდმა ანგარიში 4:0 გახადა. მან ჰეთ-თრიკი შეასრულა, მეტოქემ კი პრესტიჟის გოლი გაიტანა.

"გენტი" 55 ქულით მეორე ადგილზეა, უახლოეს მდევარ "სტანდარდს" 7 ქულით გაექცა და პირველ მარტს სტუმრად "სერკლ ბრიუგეს" შეხვდება; იქამდე კი, 27 თებერვალს, ევროპა ლიგის განმეორებით 1/16-ფინალურ მატჩში "რომას" უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 27 /
ბენეფისი არ იცი რას ნიშნაავს?
wbc
24 თებერვალი 2020 12:19
4
გადი, განიავდი და შემოდი იცი რას ნიშნავს? :)))
ოგბა
24 თებერვალი 2020 12:22
4
გენტის მწვრთნელი გიჟი უნდა იყოს,რომ დავიდი შემადგენლობიდან ამოაგდოს.კაცი შეტევის ლიდერად გადაიქცა,ყოველ თამაშში გოლი გააქვს და ფიზიკურადაც მაგრად არის მომზადებული.ჩაკვე,რა თქმა უნდა ჯერაც ვერაა ძველ დონეზე,მაგრამ მწვრთნელი ცდილობს მას და დევიდს ერთად თამაშის ვარიანტი გამოუძებნოს.მგონი ამას შეძლებს და გენტი კიდევ უფრო საშიში გახდება,აზრიანი.ქვილითაიამ ამ თამაშში მშვენიერი გოლი გაიტანა და პენალტიც აიკიდა,მაგრამ პენალტის ეპიზოდშიც ჩანს,რომ ნელია.ბურთის დამუშავებაზე დიდი დრო დახარჯა და წამოასწრეს.გენტის თამაში სირბილი და ბრძოლაა.ჩაკვეტაძე, მასში შემოქმედებითობას შეიტანს,მაგრამ ქვილითაია,ამ შემთხვევაშიც ვერ იქნება წამყვანი ფორვარდი.ის ისეთი ფეხბურთელი უფროა,რომელიც სხვას ეხმარება გოლის გატანაში და თვითონ მეორე პლანზე რჩება.გენტისათვის კი ჯანი და სისწრაფე არ კმარა.ეს მისი გუნდი არაა.ან კიდევ უნდა შეეგუოს შეცვლის მოთამაშის სტატუსს,რომელიც სათამაშო ნახაზის შეცვლას დაეხმარება და სიტუაციურად თუ მოუწევს თამაში.თუ ძირითადში დამკვიდრდა,ეს ნიშნავს,რომ გენტის სტილიც შეიცვლება,თუმცა ჩაკვეს დაბრუნების შემთხვევაში,მაინც ასე მოხდება და ორივე დუეტში, რატომაც არა?ქვილითაია ხომ დეპუატრიზე გაცილებით ჭკვიანია.დევიდს კი, სეზონის ბოლოს აღარავინ გააჩერებს გენტში
სოსო
24 თებერვალი 2020 11:01
0
ქვილითაიამ კი გაიტანა მაგრამ დანარჩენი ძალიან პასიური იყო. შენელებული კადრივითაა.
ჩაკვეტაძე კიდე ქართულად თამაშობდა, ათრევდა ბურთს და გამუდმებით კარგავდა
გიორგი
24 თებერვალი 2020 00:55
33
ვნახე თამაში, სადაა პროფესორი სალუქვაძე? მაგან,ტოტალიზატორმა და მისნაირმა თაღლითებმა დააქცია ქართული ფეხბურთი, მაგათ არ აწყობთ ახალგაზრდა, წარმატებაზე და წინსვლაზე ორიენტირებული თაობა ნაკრებში, რადგან თავიანთი შავი საქმეებისთვის დაგეშილი ძველი თაობა ურჩევნიათ, ნაკრებისთვის ამზადებს თურმე ქეცბაია ბიჭებს. ვის უნდა ეგენი? არშემდგარი ხალხი, მაგათ თავმოყვარე მწვრთნელი და ფედერაცია საერთოდ არ გააკარებდა ნაკრებს. ნახე ლაშიკო გენტის თამაში? ხომ ვთქვი ჩემპიონატში მისცემენ დროსთქო, მისცეს, რატომ? რომასთვის მზად რომ იყვნენ. აი ნახავთ თუ ჩაკვე რომასთან არ გაიბრწყინებს. ისე ქვილომ 2-3 ბურთი დამაზა, სათამაშო პრაქტიკა მეტი რომ ქონდეს, კაი ბიჭია, მაგის იმედი სანაკრებოდ მაქვს. ჩაკვე კიდე დღითი-დრე უმატებს, კარგად ხედავს მინდორს, ფლობს ბურთს, ანაწილებს თამაშს, დირიჟორია, ბოლოსკენ დაღლა დაეტყოთ, ცოტა. ქვილომ ერთ წელიწადში ორჯერ მოიტეხა ფეხი, მეტი რა ქნას? რომ ამბობთ გუნდი შეიცვალოსო, უკეთესში გადავა? გაუჭირდება, აქ ჩაჯდეს ძირითადში და ჩაჯდება კიდეც. ჩაკვეს კი წინ ვერაფერი დაუდგება, თან ისე თამაშობს, ტრამვა კი არა ფეხიც არ გადაბრუნებია, პროფესიანულად, მოძრაობაზე ეტყობა კლასი. დევიდი ვირია, ეს კლასიკა. კოსტანაიო კაცო. რამხელა ბოროტი უნდა იყო, რო ჩაკვეზე ასე იტყვი.ხარაც ფორმაშია, ლობჟანიძეც, ისე დღეს არ წაუვიდა თამასი და შეცვალეს.კვარაცხელია და დავითაშვილიც ფორმაშია, აბურჯანიამ მეორე სრული თამაში ჩაატარა,ებრალიძე ძირითადშია, პარუნასვილიც, ტაბიძე დაგვემატა, კვირკველია იმდენ შეცდომას უშვებს, მაგის გაგონებაც არ მინდა, მაკარიძე თამაშობს, რა ქნას დაცვა არ უვარგა, კიტეიშვილის და დვალის ამბავი მაწუხებს ძალიან, რატომ არაფერს წერენ? არც კაკაბაძეზეა ინფორმაცია., არც არაბიძეზე. არა მარტისთვის გუნდი ნამდვილად გვეყოლება, თუ რა თქმა უნდა ზემოთ ჩემს მიერ ნახსენები სიშავბნელე არ გაერია საქმეში, მარა ამ ჯერზე არა მგონია რაიმე გაბედონ, რადგან სასწორზეა როგორც ნაკრების ასევე ფედერაციის და მთლიანად არჩევნების ბედიც. ასე რომ დააყენებენ სასტავს დამსახურებიტ მე მგონი. წარმატებები ბიჭებო და პირიქით სალუქვაძეებო
vaso
24 თებერვალი 2020 01:54
15
ჩაკვე ძველ ფორმას უბრუნდება , კარგად გადმოქონდა შეტევები სისწრაფეში , კარგად ანაწილებდა პასებს , კარგად აკეთებდა საგოლე პასებს ,ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ექნებოდა ორივე გუნდში სავარაუდოდ , როგორც მას შეეფერება.ქვილითაიაც მშვენიერი, გოლი მოიყვანს ხოდზე კიდე უფრო ბელარუსებთან მატჩამდე.
ლაშა
24 თებერვალი 2020 10:20
1
ორივე გიოს ფორმაში ყოფნა ძალიან მნიშვნელოვანია ბელარუსთან, ერთი სუპერ შემქმნელია მეორე სუპერ შემსრულებელი. ქვილითაიას თავირი ძალიან ეფექტური იყო.
Ge
24 თებერვალი 2020 10:01
2
მომენტებში ძალიან კარგია ჩაკვე, მაგრამ რამდენჯერმე უაზროდ დაკარგა ბურთი და გამიკვირდა.. იმედია შევა ფორმაში..
ზუზუ
24 თებერვალი 2020 03:14
9
ლინკი იცით ვინმემ?
zaza
24 თებერვალი 2020 00:13
0
ვერსად ვნახე ლაივსტრიმი, ხო არ იცით ვინმემ ლინკი?
რა მაფიაა?
23 თებერვალი 2020 23:57
0
https://myfootball.top/

აქ ყველა თამაშის ლინკია
მინდია
24 თებერვალი 2020 01:52
0
http://cdn.freesport.me/live/stream.php?t=Flash&link=https://sporting360.org/channel/football3ua&id=10067
domenti
24 თებერვალი 2020 00:13
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული