სკაუტები ტოპ-კლუბებიდან - შანსი "გენტის" ქართველებისთვის

AutoSharing Option
დღეს, 27 თებერვალს, ბელგიური "გენტი" ევროპა ლიგის 1/16-ფინალის განმეორებით მატჩში საკუთარ მოედანზე "რომას" მიიღებს და აღნიშნულ მატჩს ძალიან ბევრი კლუბის სკაუტი დაესწრება, მათ შორის, voetbalnieuws.be-ს ინფორმაციით, წარმომადგენლები ტოპ-კლუბებსა და საქართველოს ნაკრებსაც ეყოლება.

სკაუტების ყურადღების ცენტრში "გენტის" შემტევი ჯონათან დეივიდი იქნება, რომელიც შესანიშნავ სეზონს ატარებს. სკაუტების უმრავლესობა სწორედ მისი თამაშის სანახავად ჩადის ბელგიაში.

შეხვედრაზე დასასწრებად წარმომადგენლებს აგზავნის: "ლივერპული", "მანჩესტერ იუნაიტედი", "ტოტენჰემი", "ჩელსი", "ლესტერი", "ასტონ ვილა", "ვულვზი", "საუთჰემპტონი", "ლევერკუზენი", "დორტმუნდი", "აინტრახტი", "ჰოფენჰაიმი", "შალკე", "ვერდერი", პსვ, "ლილი", "რენი", "ნიცა", "რეიმსი", "სევილია", "ანდერლეხტი", "იუპენი".
გამოცემის მიხედვით, შეხვედრას საქართველოსა და კამერუნის ნაკრებების სკაუტებიც დაესწრებიან.

წყაროს ცნობით, "აინტრახტი", "დორტმუნდი", "ჰოფენჰაიმი" და "ლევერკუზენი" კანადელი დეივიდის სანახავად აგზავნიან ხალხს. სხვა კლუბების ზუსტი ინტერესი უცნობია.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე დიდი შანსი არ არის, სკაუტები გიორგი ქვილითაიას ან გიორგი ჩაკვეტაძის სანახავად ჩასულიყვნენ, ქართველი ფებურთელებისთვის ეს მატჩი დიდი  შესაძლებლობაა. 1 კარგ თამაშს მათი კარიერის შეცვლა შეუძლია და იმედია, "გენტის" მთავარი მწვრთნელი იეს ტორუპი ქართველ შემტევებს შეხვედრაში მონაწილეობის საშუალებას მისცემს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
რაზეა ბაზარი? ტიპები დევიდის სანახავად ჩადიანო, იქნება შემთხვევით სადმე ჩვენებსაც თვალი მოკრანო. ომედი გაჩნდა)))
martlaaa
27 თებერვალი 2020 17:45
1
ჟანგიან ჯემალამ ბუღა გაყიდა. 3 000 დოლარად ტოოო! ესე ამბობენ, ცოტაც რო დეემატებინა სტამბულის ბაზარზე, ორ მამლუქს იყიდიდა, ან ერთ ჩაკვესო.
ვახ რა დრო დადგა, კაცსა ყიდიან და გვიხარია.
ყველა გამყიდველი კედელთან!!! კედელთან, ბაც! და ოდესღაც მართლა აღსდგება სამართალი.
ფრანს-ლორენცო პიზეტო ტიბო!
27 თებერვალი 2020 17:43
14
მე მაინც ვფიქრობ რო ჩაკვე სასტავში იქნება
Lasha
27 თებერვალი 2020 16:10
2
ლინკი
https://www.vox.com/2015/9/2/9248593/shell-arctic-drilling-obama
ჯერი
27 თებერვალი 2020 15:54
3
რატომ გვატყუებ, არ გრცხვენია?
გიორგი
27 თებერვალი 2020 16:33
2
შეგიძლიატ ვინმეს ლინკი დადოთ სად შეიძლება თამაშს ვუყუროთ?
გმადლობთ
გულშემატკივარი
27 თებერვალი 2020 15:33
0
ტრანვა არა ტრამვაი!
grisha oniani (is ara)
27 თებერვალი 2020 15:08
0
ტროლეიბუსი
ა?
27 თებერვალი 2020 16:06
0
მოკლეთ, თუ არა ათამაშეს მოვიკითხოთ ,,ლამაზად" მწვრთნელი. უნდა წავიდნენ რა ბელგიიდან სასწრაფოდ. წარმატებები ჩვენს ლომებს...
ჯიმა
27 თებერვალი 2020 14:57
2
ერთი ობიექტური მიზეზიც არსებობს გიოს ქონდა ტრანვა 8 თვე და ამ პერიოდში ათამაშდა დევიდი, რადგან მისი ადგილი დაიკავა ძირითადში როცა გიო ჯამრთელად იყო ძალიან კარგად გამოიყურებოდა ძირითადშიც იყოო და შედეგებიც ქონდა ის პერიოდი რაც გაუცდა რომ გაეგრძელებინა და ტრანვა არ ქონოდა და ეთამაშა დარწმუნებული ვარ დღეს ყველა ეს კლუბი გიორგის სანახავად იქნებოდა ჩამოსული და არა დევიდის ტრანვა თან ამდენხნიანი ძალიან ცუდია ფეხბურთელისთვის უთამაშებლობა ფორმიდან ამოვარდნა რეაბილიტაცია და ა.შ დევიდმა კი კარგად გამოიყენა ის დრო რაც მიეცა წარმატებებს ვუსურვებ ორივე გიორგის დღეს რომასთან და მთავარია შრომა მონდომება და ყველაფერი გამოუვათ და ორივე გიორგი ძალიან შრომისმოყვარე ბიჭები არიან!
გიორგი ნაკაშიძე
27 თებერვალი 2020 14:08
7
რათქმაუნდა დიდი გუნდები და მაღალი დონის ჩემპიონატების წამყვანი კლუბები ფეხბურთელებს აკვირდებიან ან მსოფლიო და ევროპის პირველობაზე ან ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპის ლიგაზე მბაპე გაიცნო ყველამ მონაკოს კარგი სეზონიდან ჩემპიონთა ლიგაზე იგივე ჰოლანდიც ზალსბურგის კარგი გამოსვლიდან და აბა ავსტრის ბუნდესლიგაში გინდა 40 გოლი გაიტანო სეზონში იმას არავინ უყურებს შეიძლება გერმანის ბუნდესლიგის საშუალო გუნდმა მიაქციოს ყურადღება იქ კარგ თამაშს ფეხბურთელის ამიტომაც მინდა რომ რომელიმე ქართული კლუბი მოხვდეს ამ ლიგებზე ეს უდიდესი შანსია ქართველი ახალგაზრდა ფეხბურთელების და ამ თამაშზე იმედი მაქვს გიო ძირითადში იქნება.
გიორგი
27 თებერვალი 2020 13:59
1
არცერთს არ ვარაადუბონ სამწუხაროდ ჩვენებს ძირითად შემადგენლობაში. აი დაიდო სავარაუდო შემადგენლობა :

Predicted line-up (4-3-3): Kaminski; Lustig, Plastun, Ngadeu-Ngadjui, Mohammadi; Odjidja-Ofoe, Owusu, Kums; David, Depoitre, Niangbo
Joko
27 თებერვალი 2020 13:42
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული