ნაკრების მნიშვნელოვანი პრობლემა: რა ელის დაცვის მარჯვენა ფლანგს?

AutoSharing Option
პირველი 2 უმაღლესი დივიზიონის კლუბებთან შეთანხმებით, შვეიცარიის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო, მინიმუმ, 15 მარტამდე შეჩერდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზეზით იქნა მიღებული, რომ შვეიცარიის ფედერალურმა მთავრობამ 15 მარტამდე ყველა სახის საჯარო ღონისძიება გააუქმა, რომელზეც 1000-ზე მეტი ადამიანის დასწრება იყო მოსალოდნელი.

ეს მოვლენა კი საქართველოს ნაკრებს უქმნის პრობლემას, რადგან ეროვნული გუნდის ძირითადი მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე სწორედ შვეიცარიის ჩემპიონატის კლუბ "ლუცერნში" თამაშობს. ასევე, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი კანდიდატი, ამპლუით მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძეც შვეიცარიული "ციურიხის" წევრია.

ოთარ კაკაბაძემ უკანასკნელად ოფიციალურ შეხვედრაში 19 ნოემბერს, ხორვატიასთან
გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, ლევან ხარაბაძეს კი 25 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. თუ ხარაბაძის პოზიციაზე კიდევ ორი ფეხბურთელი განიხილება ხოლმე (ტაბიძე, ნავალოვსკი), კაკაბაძეს, ფაქტობრივად, კონკურენტი არ ჰყავს.

კორონავირუსით კი მსოფლიოში 89 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 3 060 კი გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 37 /
ვაისის იდიოტიზმი, თითქმის ყველა სანაკრებო შეკრებაზე მარჯვენა მცველის პოზიციაზე მხოლოდ 1 კაცს იწვევდა, სათადარიგო ვარიანტადაც კი არავის იძახებდა, იყვნენ ხორვატიის ჩემპიონატში მოთამაშე მჭედლიშვილი, გეგეჭკორი, მალი... სანაკრებო ატმოსფეროს მაინც შეეჩვეოდნენ აქამდე და ახლა ოდნავი შეღავათი მაინც იქნებოდა....
!!!!!
14:06 03-03-2020
7
ხოო ვერაა კაი ამბავი. ჩემი აზრით გამომდინარე იქიდან რომ ვაისს რისკი საერთოდ არ უყვარს,სხვას არ ენდობა და მარჯვნივ კაშიას დააყენებს, რომელსაც მცირე მაგრამ გამოცდილება მაინცა აქვს ფლანგზე თამაშის. (მინახავს ვიტესსა და ნაკებში მისი ფლანგზე თამაში) ნუ დაცვის ხაზსს ასე ვფიქრობ კაშია-კვერკველია-გრიგალავა(ან ხოჭოლავა) და მარცხნივ ტაბიძე.
giga
14:26 03-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული