პირველი 2 უმაღლესი დივიზიონის კლუბებთან შეთანხმებით, შვეიცარიის ჩემპიონატი კორონავირუსის გამო, მინიმუმ, 15 მარტამდე შეჩერდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზეზით იქნა მიღებული, რომ შვეიცარიის ფედერალურმა მთავრობამ 15 მარტამდე ყველა სახის საჯარო ღონისძიება გააუქმა, რომელზეც 1000-ზე მეტი ადამიანის დასწრება იყო მოსალოდნელი.
ეს მოვლენა კი საქართველოს ნაკრებს უქმნის პრობლემას, რადგან ეროვნული გუნდის ძირითადი მარჯვენა მცველი ოთარ კაკაბაძე სწორედ შვეიცარიის ჩემპიონატის კლუბ "ლუცერნში" თამაშობს. ასევე, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი კანდიდატი, ამპლუით მარცხენა მცველი ლევან ხარაბაძეც შვეიცარიული "ციურიხის" წევრია.
ოთარ კაკაბაძემ უკანასკნელად ოფიციალურ შეხვედრაში 19 ნოემბერს, ხორვატიასთან
გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში ითამაშა, ლევან ხარაბაძეს კი 25 სექტემბრის შემდეგ არ უთამაშია. თუ ხარაბაძის პოზიციაზე კიდევ ორი ფეხბურთელი განიხილება ხოლმე (ტაბიძე, ნავალოვსკი), კაკაბაძეს, ფაქტობრივად, კონკურენტი არ ჰყავს.
კორონავირუსით კი მსოფლიოში 89 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, 3 060 კი გარდაიცვალა.