"ანკარაგიუჯიუ" ისევ დამარცხდა - ლობჟანიძე შეცვლაზე შევიდა

AutoSharing Option
თურქეთის ჩემპიონატის 25-ე ტურში საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუ" სტამბულში 1:2 დამარცხდა "ბეშიქთაშთან".

რამდენიმე წარმატებული მატჩის შემდეგ ანკარულმა გუნდმა გასულ ტურში საკუთარ მოედანზე 0:3 მარცხი განიცადა "სივასპორთან". იმ შეხვედრაში, როდესაც ანგარიში 0:0 იყო, 36-ე წუთზე გააძევეს "ანკარაგიუჯიუს" ნახევარმცველი მილოშ სტანოევიჩი, რის შემდეგაც სტუმრები უპირატესობას დაეუფლნენ და გამარჯვება მოიპოვეს. ლობჟანიძე 75-ე წუთზე შეცვალეს.

"ბეშიქთაშთან" მწვრთნელმა ლობჟანიძე სასტარტოში არ დააყენა, 68-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, მაგრამ თავის გუნდს ვერაფრით დაეხმარა.

"ანკრაგიუჯიუ" 20 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 13 მარტს "რიზესპორს" უმასპინძლებს.

სტამბული. "ვოდაფონ პარკი"
ბეშიქთაში -
ანკარაგიუჯიუ 2:1
გოლები: 1:0 ილმაზი (6, პენ), 2:0 ლიაიჩი (88), 2:1 პარლაკი (90+3, პენ)

მკითხველის კომენტარები / 4 /
რატო არ ათამაშებს ამ ბიჭს მის პოზიციაზე ნეტა, უფრო პროდუქტიული არ იქნება? მე მგონი ერთი წლით უნდა გაეგრძელებია კონტრაქტი, იქ მთავარი კაცი იყო, არ მომწონს მაგის სათადარიგო სკამზე დაჯდომა. მოინდომე საბა, მოინდომე. ამ გუნდთანაც ერთი წლითააქვს მგონი კონტრაქტი
ზუუ
23:55 06-03-2020
1
ამიტომაც არ აყენებს ვაისი .
თურქეთის ბოლიადგილოსან გუნდშიც სკამზეა და იმიტომ
ჰმ!
11:22 07-03-2020
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული