ვაკო ყაზაიშვილმა გოლების სეზონი გახსნა - გურამ კაშიამ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 8 მარტის დილით ამერიკის მთავარ საფეხბურთო ლიგის 2020 წლის სეზონის მეორე მატჩი გამართა "სან ხოსე ერსქვეიქსმა" და საკუთარ მოედანზე "მინესოტა იუნაიტედთან" დამარცხდა - 2:5.

საქართველოს ნაკრების ორივე ფეხბურთელი - ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია "სან ხოსეს" ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ყაზაიშვილმა მეორე ტაიმის დასაწყისში სეზონის პირველი გოლი გაიტანა. ვაკომ შეხვედრა სრულად ჩაატარა, წინა მატჩისაგან განსხვავაებით ალმეიდამ გამთამაშებლის პოზიციაზე ათამაშა და ქართველი ფეხბურთელი ძალიან კარგად გამოიყურებოდა: ბევრჯერ გაამწვავა სიტუაცია და გოლის გატანის შანსებიც კიდევ ჰქონდა.

სამწუხაროდ, ნამდვილად არ წაუვიდა თამაში საქართველოს
ნაკრების ვიცე-კაპიტან გურამ კაშიას. "მინესოტას" მიერ გატანილი 3 გოლი გურამის სინდისზეა. გურამმა სტანდარტული სიტუაციებისას ვერაფერი მოუხერხა სტუმრების ტანმაღალ მცველ ოპარას, რომელმაც, სხვათა შორის, კაშიას მოედნიდან გასვლის შემდეგაც გაიტანა გოლი.

"სან ხოსეს" განვლილი 2 ტურის შემდეგ 1 ქულა აქვს და შემდეგ ტურში "ფილადელფიას" დაუპირისპირდება.





მკითხველის კომენტარები / 27 /
ფაქტია უკვე, კაშიას დღეს აშკარად სჯობიან დაცვაში: კვირკველია,ხოჭოლავა,გრიგალავა და ტაბიძე. ასე თუ გააგრძელა გურამმა დაკარგავს ნაკრების ძირითადში ადგილს! წარმატებები გურამს!
kaxa
08 მარტი 2020 11:12
2
იმედია ამ კაშიას ნაკრებში აღარსდროს ვიხილავთ, მისი კარიერა მაშინ დასრულდა ფეხბურთის თამაშის ნაცვლად სხვა ღირებულებებზე როცა დაიწყო ზრუნვა...
Pride
08 მარტი 2020 09:35
24
კაშია ნაკრებს არ გააკაროთ
irakli
08 მარტი 2020 09:57
8
ძალიან სლაბია!კაშიათი ნაკრებში ბელარუსთან?დაგვგუპავს!
misa
08 მარტი 2020 10:15
5
გურიკა კარგი ბიჭია, თავდადებულია, თამაშს კარგად კითხულობს, მაგრამ უკვე 32 წლისაა და ამ ასაკში ამხელა შესვენებების ფონზე ფიზიკურ კონდიციების სტაბილიზაციას და კონცენტრაციას ვერ ახერხებს. ყაზაიშვილი მთელი 5 წლთ უმცროსია და მასზე მთლად ისე არ მოქმედებს დიდი ხნის უქმობა როგორც კაშიაზე. გურიკა ძალიან ძლიერი იყო ვიტესში თამაშის დროს. ამ ასაკში ფეხბურთელი მუდმივ ტონუსში თუ არ არის ვეღარ აკმაყოფილებს მოთხოვნებს. ბელარუსთან ცენტრში აუცილებლად კვირკველია და გრიგალავა უნდა იდგნენ. ბელარუსების ათლეტებთან თამაში კაშოს ძალიან გაუჭირდება ამ ფორმის კვალობაზე. მათი მხრიდან იქნება ძალისმიერი ზეწოლა. თუ ფინალში გავედით, იქ უკვე კაშოს დაყენებაც შეიძლება. უფრო ტაქტიკური და ინტელექტუალური თამაში იქნება გინდ კოსოვო გამოვიდეს და გინდაც მაკედონია. ნებიმიერ შემთხვევაში ამ ეტაპზე დაცვის ცენტრში კვირკველია-გრიგალავას დუეტს ალტერნატივა არ გააჩნია.
ანესთეზეოლოგი
08 მარტი 2020 14:43
0
ჯობია კვირკველია - ტაბიძე ცენტრში და გრიგალავა მარცხენა ფლანგზე.
emigranti
09 მარტი 2020 02:30
0
კაშიას არ ჰქონდა კარგი მატჩი,თუმცა ჩავარდნა და არ გამართლება სპორტში ხშირად ემართებათ ხოლმე,იმედია კაშია ნახავს თავის თავში ძალას და უკეთ ათამაშდება. ვაკო კი ნამდვილად კარგად გამოიყურებოდა,ამ ბოლო დროს ხასიათის მოთამაშედ ჩამოყალიბდა,ხან აგაფრთოვანებს ხან კი პირიქით ნერვებს მოგიშლის თავის უმოქმედობით!
gabo
08 მარტი 2020 10:37
4
დაგვღუპავს მეთქი გეუბნებით , აღარ შეუძლია ამ კაცს!!! და ყაზაიშვილი ვერ შედეგა როგორც ფეხბურთელი და ესეთ მნიშვნელოვან თამაშზი მაგის ვერდანახვებმაა და ზარმაცობამ და უნიათოოობამ შეიძლება კარასტროფა გამოიწვიოს!!! მითუმეტეს ამ ორი ფეხბურთელის ადგილზე მართლა არააა პრობლემაა.../ ადრე დავწერე კაშია&ყაზაიშვილი ამ ორ თამაშში არ არიან გამოსაძახებლები თქო და დისლაიკების წვიმა წამოვიდა.../ ვეღარ თამაშობს და ჰააა......... , თუ გინდა...
Vasili
08 მარტი 2020 16:33
9
კაშია უკვე აღარ იმსახურებს ძირითადს ხშირად უშვებს შეცდომებს და არასაიმედოა ...
ლმ
08 მარტი 2020 13:12
5
კაშიასფეხბურთი უკვე შარშან დამთავრდა, მისი შეცდომების გამო ძალიან ბევრი გოლი გაუშვა გუნდმა. ნაკრებშიც ძირითადში არ უნდა იყო, მაგრამ ვაისს რას გააგებინებ.
emigranti
08 მარტი 2020 13:44
3
კაშია ძალიან სუსუტად თამაშობს. ნაკრებში ადგილიც არ ეკუთვნის სათადარიგოთა სკამზე. ყაზაიშვილის იმედი უნდას გვქონდეს.
G.LA
08 მარტი 2020 13:37
4
AUUUE-ს რა შუაშია აქ დამსახურება და დასაკარგი ქართველები, და ხორუმი?! არააა კაცი ფორმაში არააა! დაბერდა! მაგის ადგილზე არის ხალხი რომლებსაც აქვთ სათამაშო პრაქტიკა და დღესდღეობით უფრო იმსახურებენ, და შენივე შეხედულებითვე რომ ვიმსჯელოთ ის ბიჭები არიან დასაკარგი ქართველები ? ვინც კაშიას ადგილზე აქვთ ამბიციაა? ბოლობოლო ეს ნაკრებია თუ შპს? ზოგს 100 თამაში უნდა , ზოგს სკამზე ჯდომა უტყდება, ზოგს ცვლილება არ აწყობს, ზოგს მხოლოდ ძირითადი უნდა და ამ დროს რა ხდება , ისედაც სუსტი გუნდი და კიდე ძველი დამსახურებით დაყენებული სასტავი , კარგი ურთიერთობა ვისაც აქ მწვრთნელთან უფრო მეტი ნდობაა აქ, და ამ ყველაფრიდან გამომდინარე იმიტომ ვართ რეიტინგში 100 -ულის მიღმა!!! / ( ბოღმა არა , რა ქვია იმას კიდე ——) ყველა ქართველის წარმატება მიხარია , მაგრამ ძველი წარმატების ხარჯზე არ შეიძლება სხვების დაჩაგვრა !! დასაკარგი ქართველები არ გვყავს, და ვიღაცამ სადღაცა წარსულში შტანგას ბურთი გააარტყაა , მაგის გამო არ შეიძლება ახლები დაიბლოკონ და მათზე ხორუმი იცეკვონ!! ( ხორუმი მაინც მაგრი შედარება გამოგივიდა).
Vasili
08 მარტი 2020 20:07
0
აკი დავწერე პოლემიკაში არ ვაპირებ მეთქი ...მაგრამ ზოგიერთი ...მხოლოდ იმის გამო რომ წერა ქართულად უსწავლიათ და შინაარსის გაგება ვერა ...იქ ვწერ რომ ნუთუ ოდესმე გადააჩვევით წაბორძიკებული კაცის ჩაქოლვას მეთქი ...ხომ არ მითქვამს არა ვინა ხარ რა ხარ რას წარმოადგენ რომ სხვის განსჯას შეუდექით ...ან რა წყვიტავ და რა შეგიძლია გარდა ტელეს მიღმა მაგრობისა აი რომ დაგირეკავენ და გკითხავენ ვისი და რისი დრო სად და როდის მოვიდა აი მაშინ აფრქვიე ეს წვეტები ....ასევე იმ ცენტრალურ მცველებზე უკეთესი ვინებსაც იძახიან ნაკრებში ( საბას კაშიას დვალის ხოჭოლოვას და გრიგალავას ასევე ტაბიძეც ცენტრია) ვინ სად გეგულება გაგვაგებინე თუ პარალელურ სამყაროში აღარ ხარ...ასევე რომელ ახალგაზრდას ბლოკავენ ( ხარაიშვილის და ზარანდიას გარდა )...ხომ შეიძლება არა დასტოინად გააცილოთ ყველა მოთამაშე ....ვინ დაგრჩათ უგინებელი რამდენი ჩამოგითვალოთ : არველაძეები დემე კალაძე ხიზანა ქეცბაია კობი და რავი ვინ გამოგრჩათ გაუმწარებელი ...?! და თქვენამდის თქვენმა სულით წინაპრებმა მესხი მეტრეველი ყიფიანი და ეგეთი მრავალი მოიშორეს ფეხბურთიდან აი ზუსტად მაგ მიზეზით თქვენ უკვე 30 წლის ხართო და აახვიეთო ახალგაზრდებს გზა დაუთმეთო და წარმატებული და რამის მომგები თაობას 18 წელი ელოდნენ ყიფოს შემდეგ დღესაც ველით და კიდევ ბევრი მოგვიწევს...ვინმეს როდესმე რომელიმე წარმატებულ ქართველზე ბოღმის და შურის გარდა რამე სხვა გრძნობა არ გაქვთ ...?!?! თუმცა ძნელია და ძან სამწუხარო როდესაც ქვეყანა ბერბიჭაშვილებით გაივსო ...!!! მეშვიდე ქვეყანაში Vცხვრობ უკვე და ვხედავ თუ რა პატივისცემაში ყავთ თავიანთი ერის წარმომადგენელები თუნდაც ჭ კლასის სპორტსმენი წ კლასის მსახიობ-მომღერალი და სინდისგარეცხილი პოლიტიკოსი ....ჩვენთან კი ( პოლიტიკოსების გარდა მაგათ არ ეშველებარაფერი უკვე)რაც არ უნდა მაგარი მსოფლიოს დონის სპორტსმენი ან ნიჭიერი მსახიობი თუ მომღერელი მწერალი თუ მეცნიერი შეჭამენ ჩაკორტნიან თუ არ მოკლეს დაიჭერენ ან ქვეყნიდან გააგდებენ ...და მერე უკვირთ ცუდად რატომ ვცხოვრობთო ...ბოღმა და შური მოვიშოროთ ჯერ მერე ერთმანეთის გატანა და მოფრთხილება ვისწავლოთ მტრის და მოყვარის გარჩევა და ეგ ყველაფერი სუფრის შემდეგ ...თორემ სუფრაზე ყანწით ყველა გორგასალია და თან წმინდანიც ....!!!! აი მერე ეგებ გვეშველოს ....ვასილი გაიგე რაზე იყო დაწერილი ??? თუ კიდევ ზამენებზე დაიწყებ ბაზარს ..?!
mdaaa
08 მარტი 2020 22:22
3
დემაგოგია!
emigranti
09 მარტი 2020 02:51
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული