სლუცკის აზრით, ხვიჩა კვარაცხელია გასაძევებელი არ იყო

AutoSharing Option
"რუბინის" წარუმატებლობას დასასრული არ უჩანს

რუსეთის პრემიერლიგის მე-20 ტურში "რუბინი" საკუთარ მოედანზე 0:1 დამარცხდა "კრილია სოვეტოვთან", რომელიც ასევე ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

მატჩში, რომელსაც ყაზანის ცენტრალურ სტადიონზე 5 766 მაყურებელი დაესწრო, მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა და ამ უკანასკნელმა ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.

ნამატჩევს სლუცკიმ განაცხადა, რომ შეტევაში პრობლემები აქვთ, კვარაცხელია კი გასაძევებელი არ იყო, რადგან პირველი ყვითელი ბარათი დაუმსახურებლად მიიღო და მსაჯთან სერიოზული პრეტენზიები გააჩნია.

"რუბინმა" ბოლო 9 მატჩიდან ვერც
ერთი ვერ მოიგო, 16-გუნდიან ჩემპიონატში 20 ქულით მე-14 ადგილზეა და 14 მარტს ტულაში გია გრიგალავას "არსენალს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
რუსეთის ჩემპიონატში არუნდა წავიდეს არავინ.25 წლამდე მაინც.ამათი რუბინში ყოფნას პირადად მირჩევნია, სადმე ევრიპაში დაბალი დონის გუნდში. მაგალითად ვალვაიკში :)
giorgi
09 მარტი 2020 13:55
1
19 წლის ფეხბურთელია და რატომ ვიძახით რომ გაბუქებულია?? ჯერ ერთი ვაისმა ეროვნულ ნაკრებში ათამაშა და მერე არ ითაკილა და 19 წლამდელებშიც ითამაშა, გოლიც გაიტანა და მერე ტრავმა მიიღო... საიდან ვასკვნით რომ გაბუქებულია, ემოციურად აღნიშნა გაძევება და გასაგებია. წინასწარ დასკვნებს ნუ გამოვიტანთ, კვარაცხელია და დავითაშვილი ჩვენი იმედები არიან. ყველა წინაპირობა აქვს რომ მოუმატოს!! მამამისიც ყოფილი ფეხბურთელია და იმედია ყველანაირად შეუწყობს ხელს რომ მაღალი დონის ფეხბურთელად ჩამოყალიბდეს ხვიჩა!!
zaza
09 მარტი 2020 12:35
2
გაბუქებული ფეხბურთელია კვარაცხელია და დავითაშვილიც, რუბინი კი ასეთი სუსტი ისტორიის მანძილზე არ ყოფილა.
Gio
09 მარტი 2020 09:56
7
კვარაცხელია შეიძლება იყოს გაბუქებული და თავში ავარდნილიც,მაგრამ დავითაშვილს რს არ ეხება,ბავშვობიდანვე თავი ქონდა გადადებული და დღესაც ისე არის,სწორედ ამიტომ არის ესეთი სტაბილური და გამორჩეული მოთამაშე,წარმატებები სულ ზუკას
gios
09 მარტი 2020 10:31
2
ხვიჩა ლიდერია მომეწონა:))ცოტა აკრიტიკეთ ხოლმე
L.J.
09 მარტი 2020 02:26
2
ძალიან ზედმეტად მოსაუბრე გახდა ეს კვარაცხელია,ავარდნილიაქ ეტყობა ძალიან,თამაშს მოუმატოს და არა საუბარს და ხელების შლას თამადასავით
lako
08 მარტი 2020 23:27
10
ვინ გადაიყვანა რუბინში, ხომ სრ გახსოვთ?...
ჯემიკო
08 მარტი 2020 23:09
5
სუსტი გუნდია რუბინი, ძალიან ძნელია 19 წლის კვარაცხელიაზე იყოს დამოკიდებული გუნდი, არ ჰყავს შეტევაში ძლიერი გამოცდილი მოთამაშეები!! ხვიჩა გუნდში აშკარად ლიდერია!
zaza
08 მარტი 2020 22:21
7
არ გავარდენიან მაინც
გოგა
08 მარტი 2020 22:19
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული