ლობჟანიძე ისევ შეცვლაზე შევიდა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა

AutoSharing Option
ზედიზედ სამი წაგების შემდეგ საბა ლობჟანიძის "ანკარაგიუჯიუმ" თურქეთის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა.

26-ე ტურში ანკარულმა გუნდმა საკუთარ მოედანზე 2:1 მოუგო "რიზესპორს" და საბა ისევე როგორც გასულ ტურში "ბეშიქთაშთან", კვლავ შეცვლაზე შევიდა - ამჯერად 76-ე წუთზე.

"ანკარაგიუჯიუ" 23 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 21 მარტს სტუმრად "გაზიანტეპს" შეხვდება.

ლობჟანიძემ ახალ გუნდში 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
როგორც ვიცი ერთ წლიანი კონტრაქტი აქვს, მარა ჩაჯდება სასტავში.მის კრაიზე არ აყენებენ მაგას და რატო არ ვიცი
vaso
17:53 14-03-2020
0
დანიის ჩემპიონატის ერთ-ერთი წარმატებული მოთამაშე თურქეთის ლიგიდან გასავარდნი გუნდის ძირითადშიც ვერ ხვდებოდეს, ახსნას ვერ ვუძებნი საბას ამ გადაწყვეტილებას
რეზო
17:35 14-03-2020
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული