ოქრიაშვილი: მინდა ქეცბაიასთვის ჩემპიონები გავხდეთ და ზაფხულში უკეთეს გუნდში გადავიდე

AutoSharing Option
"ანორთოსისის" ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა კვიპროსულ goal.philenews.com-ს განუცხადა, რომ დიდ გუნდში გადასვლა უნდა.

"ჩემს კარიერაში ასეთ სიტუაციაში არასოდეს ვყოფილვარ. რაც მთავარია, სერიოზული ტრავმა არ მქონია და სტაბილურად ვთამაშობ. ზედმეტი წონის პრობლემა არასოდეს მაწუხებდა, მაგრამ სწორი კვება და დიეტა აუცილებელია. ამას უკანასკნელ ხანს განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ. ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის, მეტს მინდა მივაღწიო.

თავს ვიცავთ და ყველა შეტევას ცენტრიდან ვიწყებთ. შანსს მოთმინებით ველით და თამაშს სწრაფ კონტრშეტევაზე ვაგებთ. ჩვენი სტილი გახსნილი ფეხბურთი არ არის.

"ანორთოსისთან" კონტ
რაქტი მომავალ წელს მიმთავრდება, თუმცა, მიუხედავად იმისა, რა შედეგსაც უნდა მივაღწიოთ, ჩემი მიზანი ამ ზაფხულს უფრო ძლიერ გუნდში გადასვლაა. ჩემპიონობისათვის ვიბრძვით. მინდა თემურ ქეცბაიასთვის ამას მივაღწიოთ, მადლობა გადავუხადო და უკეთეს ჩემპიონატში გავაგრძელო კარიერა".

მკითხველის კომენტარები / 9 /
რას ქვია დაეტიოს 28 წლისაა უკვე კაცი ლიონთან აწერდა ხელს და ახლა ანორთოსისშია. მეტი არ გემეტებათ ქართველისთვის? ოქრის იმხელა ნიჭი აქვს ასე ვალენსიაში ან ლაიფციგში მაინც უნდა თამაშობდეს, მაგრამ ტრავმებმა და საკუთარმა თავმა დაუნგრიეს კარიერა. ძლივს ნორმალურ სეზონს ატარებს და პოლონეტის კარგ კლუბში თუნდაც ლეგიაში არ გამიკვირდება. ნიჭი აკლია თუ შესაძლებლობები. ახლა მაინც ეღირსოს რაღაც.წარმატებებს ვუსურვებ
სკსჯჯს
15:13 26-03-2020
0
ოქრისნაირი ფეხბურთელი რომელი გყავთ რო ილანძღებით?
მე
14:04 26-03-2020
0

სიახლეები პოპულარული