"რუბინში" ხელფასების 50%-ით შემცირების შესახებ მიიღეს გადაწყვეტილება. ეს არა მხოლოდ ფეხბურთელებს, არამედ სრულ პერსონალს ეხება. ადამიანებს ამ ნაბიჯზე შესაბამისი რეაქცია ჰქონდათ.
მათ ესმით, რომ ჩვენ ერთ ნავში ვართ და ქამრების შემოჭერა მოგვიწევს.
დიდი ინტერესით ველოდებით უეფასა და ფიფას გადაწყვეტილებას სატრანსფერო ფანჯრის, კონტრაქტების გაგრძელებისა და იჯარის საკითხებზე.
უახლოეს მომავალში ფეხბურთში ეკონომიკურად დიდი ვარდნა იქნება", - განაცხადა აიაროვინსკიმ.
მოგეხსენებათ, ყაზანის "რუბინში" ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია გამოდიან.
მომზადებულია Sport express-ის მიხედვით