"ლესტერის" სკაუტი: კვირკველიას ყიდვა? ჩვენ...

AutoSharing Option
"ლესტერის" სკაუტმა ოლეგ ჩელმეიმ, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და გერმანიაზე მუშაობს, კომენტარი გააკეთა მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ილია გერკუსის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ბრიტანული კლუბი "რკინიგზელთა" ქართველი მცველით იყო დაინტერესებული და მილიონებსაც იხდიდა.

"საბას პირადად ვიცნობ, თუმცა ის "ლესტერის" გეგმებში არასდროს შედიოდა. ჩვენ არათუ შეთავაზება არ გაგვიკეთებია, მის კანდიდატურასაც კი არ განვიხილავდით. არ ვიცი, გერკუსმა რატომ თქვა, რომ "ლესტერი" კვირკველიას სანაცვლოდ 15 მილიონს იხდიდა.

გუშინ საკუთარ შეფს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ თუ აგენტები და სპორტული მენეჯერები რაღაც თემების აწევას ცდილობენ, ეს
ჩვენი პრობლემა არაა. კვირკველიას ვარიანტი არც კი განიხილებოდა", - განაცხადა ჩელმეიმ Sport24-თან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა დანა რის დანა რეებს ბოდავ ან გასაგებ ენაზე დაცერე კომენტარი ან საერთოდ არ დაცერო ეხლა კვირკველიასაც გადაცვდით და გაანადგურეთ ასეთი რა ბოღმა გახჩობთ რომ ვერ ინელებთ რას ერჩით ამ კაცს თამაშობს თან საკმაოთ კარგად ეს კაცი ჩვენი იმედია დაცვაში
2
აქამდე ცოცხალ წონას ყიდულობდნენ, ეხლა კრიზისი დეიწყო და სუფთა წონაო. დიდმა გუნდებმა. დაკლულის გარდა არაფერს შეევიძენთო, ჩვენ კი საკმაოდ ბლაგვი დანები გვაქვს, მოკლედ დანები არ გვივარგა. აი სად დაგვერხა, თან მაგრად.
ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
02:20 07-04-2020
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული