მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ილია გერკუსმა championat.com-თან ინტერვიუში საბა კვირკველიას "ლესტერში" არშემდგარი ტრანსფერი გაიხსენა.
"შესანიშნავი მომენტი იყო. ჩვენი კლუბისადმი დიდი ინტერესი. "ლესტერი" კვირკველიაში 15 მილიონ ფუნტს გვთავაზობდა. მე არავინ დამიჭირა მხარი, თუმცა ვამბობდი, რომ ასეთი წინადადებით შეიძლება აღარ მოემართათ. რიბუსში საფრანგეთში 5 მილიონს გვთავაზობდნენ, ჩვენ კი ის 1.5 მილიონად შევიძინეთ.
სიომინმა თქვა: "საჩემპიონო გუნდიდან ხელს არავის ვახლებთ. ყველას კონტრაქტს ვუხანგრძლივებთ!" მე ვუთხარი, რომ წინააღმდეგი ვიყავი, ყველა, ვინც არ ითამაშებდა, უნდა მოგვეშორებინა, მაგრამ მან მიპასუხა, რომ სხვაგვარად ფიქრობდა და სხვებიც
მოვახსენე, რომ თუ ფეხბურთელებს არ გავყიდიდით, ბიუჯეტში დეფიციტი გვექნებოდა, გაგვიჭირდებოდა. ეს ყველაფერი დოკუმენტებშია ასახული. შემდეგ ამბობენ, რომ ფინანსური მდგომარეობა მთლად კარგი არ არის".
გერკუსი "ლოკოს" გენერალური დირექტორი 2016-18 წლებში იყო.
გერკუსი "ლოკოს" გენერალური დირექტორი 2016-18 წლებში იყო.