"ლესტერის" სკაუტი: კვირკველიას ყიდვა? ჩვენ...

AutoSharing Option
"ლესტერის" სკაუტმა ოლეგ ჩელმეიმ, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებსა და გერმანიაზე მუშაობს, კომენტარი გააკეთა მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი გენერალური დირექტორის, ილია გერკუსის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, ბრიტანული კლუბი "რკინიგზელთა" ქართველი მცველით იყო დაინტერესებული და მილიონებსაც იხდიდა.

"საბას პირადად ვიცნობ, თუმცა ის "ლესტერის" გეგმებში არასდროს შედიოდა. ჩვენ არათუ შეთავაზება არ გაგვიკეთებია, მის კანდიდატურასაც კი არ განვიხილავდით. არ ვიცი, გერკუსმა რატომ თქვა, რომ "ლესტერი" კვირკველიას სანაცვლოდ 15 მილიონს იხდიდა.

გუშინ საკუთარ შეფს ვესაუბრე. მან მითხრა, რომ თუ აგენტები და სპორტული მენეჯერები რაღაც თემების აწევას ცდილობენ, ეს
ჩვენი პრობლემა არაა. კვირკველიას ვარიანტი არც კი განიხილებოდა", - განაცხადა ჩელმეიმ Sport24-თან საუბარში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
რა შეჭამეთ ტვინი, დავიღალეთ. არ არის დღეს აქტუალური 2 წლის წინ ვინ რას აპირებდა ან არ აპირებდა. მთავარია ფაქტი შედგა თუ არა და ვიცით სადაც არის ეხლა კვირკველია (თუმცა ვთვლი, რომ გაცილებით უკეთეს გუნდს იმსახურებს უკეთეს ჩემპიონატში).
giorgi
21:07 06-04-2020
8
რა დანა რის დანა რეებს ბოდავ ან გასაგებ ენაზე დაცერე კომენტარი ან საერთოდ არ დაცერო ეხლა კვირკველიასაც გადაცვდით და გაანადგურეთ ასეთი რა ბოღმა გახჩობთ რომ ვერ ინელებთ რას ერჩით ამ კაცს თამაშობს თან საკმაოთ კარგად ეს კაცი ჩვენი იმედია დაცვაში
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული