karadenizgazete-ის ცნობით, "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის სამსახურით "ტრაბზონსპორი" დაინტერესდა.
"კლუბის პრეზიდენტმა ახმეტ აღაოღლუმ პირადად მიიღო მომავალი სეზონის ტრანსფერების დაგეგმვაში მონაწილეობა. ის გუნდის მწვრთნელ ხუსეინ ჩიმშირთან მუდმივ კონტაქტზეა და სკაუტების მიერ შეთავაზებული ფეხბურთელების კანდიდატურებს განიხილავს. აღაოღლუ აღშფოთდა, როდესაც სიაში ახალგაზრდა ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე იხილა, რომლის შეძენა გასულ სეზონში 1.5 მილიონ ევროდ შეეძლოთ. საქმე ისაა, რომ "გენტის" მოთამაშის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა...
სკაუტებმა ტრაბზონულ კლუბს ჩაკვეტაძე სოსას შემცვლელად შესთავაზეს. მას სოსას მსგავსი თამაშის მანერა აქვს. აღაოღლუმ მათ ჰკითხა: "საღ გონებაზე იყავით, როცა ეს
ბიჭი "გენტში" გადავიდა?", - წერს გამოცემა.
26 ტურის შემდეგ "ტრაბზონსპორი" თურქეთის ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო 34 წლის არგენტინელმა ხოსე ერნესტო სოსამ, რომელიც ადრე "მილანის", "ბეშიქთაშის", "ატლეტიკოს", "ნაპოლისა" და "ბაიერნის" ღირსებას იცავდა, ამ სეზონში პირველობის 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა.