ჩაკვეტაძით თურქეთის ჩემპიონატის ლიდერი დაინტერესდა - მისი პრეზიდენტი აღშფოთებულია

AutoSharing Option
karadenizgazete-ის ცნობით, "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის სამსახურით "ტრაბზონსპორი" დაინტერესდა.

"კლუბის პრეზიდენტმა ახმეტ აღაოღლუმ პირადად მიიღო მომავალი სეზონის ტრანსფერების დაგეგმვაში მონაწილეობა. ის გუნდის მწვრთნელ ხუსეინ ჩიმშირთან მუდმივ კონტაქტზეა და სკაუტების მიერ შეთავაზებული ფეხბურთელების კანდიდატურებს განიხილავს. აღაოღლუ აღშფოთდა, როდესაც სიაში ახალგაზრდა ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე იხილა, რომლის შეძენა გასულ სეზონში 1.5 მილიონ ევროდ შეეძლოთ. საქმე ისაა, რომ "გენტის" მოთამაშის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა...

სკაუტებმა ტრაბზონულ კლუბს ჩაკვეტაძე სოსას შემცვლელად შესთავაზეს. მას სოსას მსგავსი თამაშის მანერა აქვს. აღაოღლუმ მათ ჰკითხა: "საღ გონებაზე იყავით, როცა ეს
ბიჭი "გენტში" გადავიდა?", - წერს გამოცემა.

26 ტურის შემდეგ "ტრაბზონსპორი" თურქეთის ჩემპიონატის ლიდერია, ხოლო 34 წლის არგენტინელმა ხოსე ერნესტო სოსამ, რომელიც ადრე "მილანის", "ბეშიქთაშის", "ატლეტიკოს", "ნაპოლისა" და "ბაიერნის" ღირსებას იცავდა, ამ სეზონში პირველობის 24 მატჩში 6 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ამ ბიჭმა ხომ გაგვიყვანა ერთა ლიგის ნახევარფინალში. რატომ გაქვთ მისადმი ასეთი შური და ზიზღი?
სანდრო
03:17 21-04-2020
2
ბათუმი გეთანხმები ამდენ კომენტარში ზლივს ვნახე საღი აზრი ჯობია რეგულარულათ ითამაშოს ვიდრე სადმე სკამი ხეხოს უბრალოთ უაზრო კომენტარებს ნუ დაწერთ მესი და რონალდო თუარ კითხულობს გიო წაიკითხავს და გაუტყდება მაგრათ შეუწყოთ ჩვენც ხელი ასე ჯობია
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული