"რუბინის" ფეხბურთელი: ჩვენი ქართველები - ხელოვნების ცალკე სახეობაა

AutoSharing Option
"ბიზნეს ონლაინისთვის" მიცემულ ინტერვიუში "რუბინის" თავდამსხმელმა ევგენი მარკოვმა იმაზეც ისაუბრა, თუ როგორ ფლობენ მისი ქართველი თანაგუნდელები რუსულ ენას.

- ერთ-ერთ ვარჯიშზე გუნდის მწვრთნელი სლუცკი ლაპარაკობდა, რომ გუნდში დაპირისპირება პიტერელთა და მოსკოველთა შორის ხუმრობის დონეზეც კი არ არსებობს. სერიოზულად?
- ქართველების გარდა არავის არ გამოვყოფთ, რადგან ისინი - ხელოვნების ცალკე სახეობაა. ძალიან სასაცილო ბიჭები არიან. როგორც კი მოვიდნენ, თქვეს, რომ მაქსიმუმ სამ თვეში რუსულს სრულყოფილად ისწავლიდნენ.

თითქმის წელიწადი გავიდა და ბიჭებმა მხოლოდ ეს იციან: "გაუმარჯოს", "როგორაა საქმეები?" და "როდისაა ხელფასი?". არა,
ყველაფერი ესმით, მაგრამ გამოთქმა უჭირთ, ეტყობა.

- ახლა "რუბინმა" ქართველ თარჯიმანზე უარი თქვა. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწრაფად ალაპარაკდებიან ქართველები?
- არ ვიცი, თუმცა თარჯიმანი ოქრო იყო! საშაურმე თუ სახინკლე ჰქონდა, სულ გვეპატიჟებოდა, მაგრამ ის სახინკლე ერთხელაც არ გვინახავს.

ის კაცი კომპანიის მოყვარული და სასაცილო იყო: როდესაც თეორია გვქონდა, როგორღაც ცდილობდა, შარონოვისთვის (გუნდის ყოფილი მწვრთნელი - რედ.) აეხსნა, რომ "იქით კი არა, აქეთ იყო გაქცევა საჭირო".

ალბათ, იმისათვის გაუშვეს, რათა ბიჭებმა სწრაფად ისწავლონ რუსული, თუმცა არ ვიცი, ეს პლუსია თუ მინუსი. ისინი რუსული ენის ცოდნისგან ჯერ კიდევ ძალიან შორს არიან.

"რუბინში" ზურიკო დავითაშვილი და ხვიჩა კვარაცხელია თამაშობენ, ხოლო ბექა მიქელთაძე ყაზანურ გუნდს იჯარის წესით ვოლგოგრადის "როტორში" ჰყავს გაშვებული.

მკითხველის კომენტარები / 27 /
პრინციპულად არ სწავლობენ ბიჭები
granqvist
11:41 25-04-2020
0
წიგნის კითხვა კი არა წერაში იმეცადინე.შენს პატრონს... ლოგიკა მ.....ნ?
კახას
21:30 24-04-2020
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული