ვეთამაშე ორივე რონალდოს, რაულს, ანრის, არველაძემ კი გამაოცა - რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი

AutoSharing Option
"შინიკ იაროსლავის" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა, რომელიც მოსკოვური "სპარტაკისა" და "ლოკომოტივის", ასევე, რუსეთის ნაკრების მცველი იყო, ყველაზე ძლიერი ფორვარდები დაასახელა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია და მათ შორის, შოთა არველაძეს შეეხო.

"სანაკრებო შეხვედრებით დავიწყებ და მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ახლა დიდი არაფერი გუნდია, თუმცა ბულგარეთს ერთ დროს ტოპ-ფორვარდები ჰყავდა ბერბატოვისა და პეტროვის სახით.

ასევე ვეთამაშე ახალგაზრდა კრიშტიანო რონალდოს. მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო კარიერა ახალდაწყებული ჰქონდა, ყველა ამბობდა, რომ მომავალი ვარსკვლავი იყო.

თუმცა მთავარი მოწინააღმდეგეები მაინც ევროთასებზე მყავდა. დავუპირისპირდი რონალდოს. ის გენიალური იყო,
არასდროს მინახავს მისი მსგავსი ფორვარდი.

იმ დროისთვის კი უკვე მქონდა გამოცდილება ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაშისა. მახსოვს ამსტერდამის "აიაქსთან" გამართული მატჩები. შოთა არველაძემ ძალიან გამაკვირვა. ის თავდამსხმელისათვის არასტანდარტულ პოზიციაზე თამაშობდა. არველაძე გამთამაშებლის ზონაში მოქმედებდა, შეტევის ზონაში კი ძმები დე ბურები და ოვერმარსი გარბოდნენ. მოკლედ, მაგარი ბიჭების წინააღმდეგ მომიწია თამაში.

ასევე, მახსოვს ალან სმიტი "ლიდსიდან", რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. ასევე - რაული, რომელიც "მკვლელი" იყო და ერთსა და იმავე პოზიციაზე არასდროს რჩებოდა.

შემდეგ იყვნენ სამუელ ეტო'ო "ბარსელონადან", კრისტიან ვიერი და ალვარო რეკობა "ინტერიდან". ბერგკამპი და ანრი ("არსენალიდან") ყველაზე შეთამაშებული წყვილი იყო. მათ წინააღმდეგ ძალიან რთული გახლდათ.

ყველაზე უცნაური ფორვარდი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, იან კოლერი იყო. უბრალოდ ვერ ხვდები, როგორ უნდა მისწვდე ორმეტრიან ბიჭს.

მჯერა, რომ ფეხბურთელები ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშით იზრდებიან. ასეთ დროს ყველაფერს დებ, რაც შეგიძლია. მე კი ძალიან გამიმართლა, ვარსკვლავების წინააღმდეგ ბევრი შეხვედრა ჩავატარე", - დაწერა ევსეევმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 70 /
შოთიკოს ნაირი თავდამსხმელი ნაკრებში რას დაგვხატავდა. მისნაირი თავდამსხმელი ვინ იცის კიდევ როდის გვეყოლება. მართლაც ტოპ კლასი იყო შოთა.
G.LA
29 აპრილი 2020 20:57
6
შოთა არველაძე,საქართველოს ყველა დროის საუკეთესო თავდასხმელია!ეს ფაქტია,რისი აღიარებაც ბევრ ჩვენთაგანს გვიჭირს...
....
30 აპრილი 2020 01:06
15
შოთას ნაირი შემსრულებელი დახატავდა დღევანდელ ნაკრებს.
ტეტე1234
03 მაისი 2020 15:27
1
საბჭოთა კავშირში ოლეგ ბლოხინი იყო ფეხბურთის მეფე! მხოლოდ და მხოლოდ ფეხბურთის უვიცს შეუძლია,თავისი დაუკვირვებლობით, შენგელია ამჯობინოს ან შეადაროს ბლოხინს!!!
.... 64
23 მაისი 2020 12:12
18
კრუიფის, ბეკენბაუერის და გერდ მიულერის ეპოქაში "ოქროს ბურთის" დათრევა მარტივი არ არის. ბლოხინის გატანილი გოლი ნახეთ მიუხენის "ბავარიასთან" და ყველაფერს მიხვდებით, ოთხ მცველზე მარტო წავიდა შეგნებულად და რასაც ქვია ბურთი თავზე დაახია ბეკემბაუერს და შვარცენბეკს...
ზოგადად, შენგელიას და ბლოხინის შედარებაც არც შეიძლება, ვინაიდან რამაზი ერთი შეხების ფეხბურთელი იყო, ხოლო ბლოხინი გოლის შემქმნელიც და გამტანიც.
goga
03 იანვარი 2022 13:23
2
მე კიდე პირიქით მგონია აგერ არველაძის ყველაფერი გახსოვს და შენგელიასი არაფერი მაშინდელი დინამო კიდე მაგ რეინჯერს ბურთს არ გააკარებდა ჩემი თუარ გჯერა აგერ ცოცხლები არიან მაშინდელი ლეგენდები და იმათ მაინც დაეკითხე არველაძე არის დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის საუკეთესო შემტევი. იმ საქართველოსი რომლის საფეხბურთო დონე საშუალო ევროპულზე დაბალია ისე როარა ტრავმები მეორე ძმაც არანაკლები იყო.ისე ფეხბურთელების ჯობნა არჯობნა მარტო პირად სიმპატიებზე და დისლაიქებზე საბედნიეროდ არარის დამოკიდეული.
zaza
02 მაისი 2020 13:59
1
ბუდაპეშტის მტკ,ციურიხის გრასჰოპერსი,ბერლინის ჰერტა,ლიეჟის სტანდარტი-ამ გუნდებმა გომოთიშეს ევროტურნირებიდან თბილისის დინამო,ნოდარ ახალკაცის ხელმძღვანელობით 1976-1982 წლებში.ზემოთჩამოთვლლი გუნდებიდან არცერთი არ არის გლაზგო რეინჯერსზე ტიტულოვანი,ევროსარბიელზე...!
....
08 მაისი 2020 04:40
4
ფიცი მწამს ბოლო მაკვირვბსო.1990-იანი წლების მიწურულს იოჰან ბოოსკამპმა-"ქართველებს მენტალიტეტი არ გივარგათო"- მოდი და ნუ დაეთანხმები მის ნათქვამს...
....
08 მაისი 2020 12:08
1
თურმე რა მაგარი ბიჭები გვყოლია, ეხლა უფრო გამოჩნდააა. ყველა წამყვან გუნდებში და წამყვან ჩემპიობატებში თამაშობდნენ, ამათ მერე ჩვენი ფეხბურთელები დღესდღეობით ისეთ გუნდებში გამოდიან , მათ დასახელებით ენას მოიტეხავ
Vasili
29 აპრილი 2020 23:59
1
შენგელიას გოლის გატანის ალღო კი ქონდა კარგი, მაგრამ მთავარი მაინც ყიფიანი იყო, რომელიც უზადო საგოლე მომენტებს უქმნიდა, და აბა კაი ბიჭი იყავი და არ გაგეტანა. ყიფიანმა შექმნა შენგელია. ძველი თაობა ვარ და ვიცი.
ბადრი
03 იანვარი 2022 14:39
3
პირველია შენგელია დალშე კიდე ვინც გინდა ის იყოს.ისე გემოვნებაზე არ დაობენო ნათქვამია მაგრამ მაშინდელი დინამო ევროპის ერთერთი საუკეთესო გუნდი იყო.
zaza
30 აპრილი 2020 15:16
4
ბატონო ზაზა,ვერ დაგეთნხმებით-გემოვნება აქ არაფერ შუაშია...რამაზ შენგელიას თამაში ჯერ კიდევ ქითაისის ტორპედოდან მახსოვს.მას ჰქონდა შესანიშნავი დრიბლინგი და საგოლე პოზიციის შერჩევის სუცხოვო ალღო.დინამოში გადასვლის შემდეგ მისი ეს თვისებები კიდევ უფრო დაიხვეწა,რაც ნოდარ ახალკაცის დამსახურება იყო.რამაზ შენგელია ინდივიდუალური თამაშით არასდროს გამოირჩეოდა,თავით კი გაჰქონდა გოლები,მაგრამ მის თამაშში აქ უკვე ნახსენევი ორი თვისება უფრო მეტად სჭარბობდა ვიდრე სხვა.შოთა არველაძეს კი ზემოთ ჩამოთვლილი საფეხბურთო კომპონენტის ყველა თვისებით ღვთისგან იყო დაჯილდოვებული!რაც მრავალჯერ დაამტკიცა როგორც საქართველოს ნაკრებში,ასევე ევროპის მრავალ საკლუბო გუდში თამაშისას!
....
01 მაისი 2020 11:54
3
ცოდვა გამხელილი სჯობსო-რამაზ შენგელიას მოტყვილებული მცველი ნეტავ ვინმეს თუ ახსოვს? ის ხომ სუფთა რუსულ ფეხბურთს თამაშობდა-დაარტყი გაიქეცი.ბურთით სწრაფი სირბილის შესანიშნავი უნარი ჰქონდა და ამასთან ერთად საგოლე პოზიზიას ირჩევდა კარგად.თავით გოლი ძალიან იშვიათად გაჰქონდა.ეს არის სიმართლე!
....
01 მაისი 2020 15:14
17
ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო შოთა, სამწუხაროა რომ მისი წასვლის შემდეგ საქართველოს ასეთი დონის ვარსკვლავი არ ყოლია.
გია
03 იანვარი 2022 13:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული