ვეთამაშე ორივე რონალდოს, რაულს, ანრის, არველაძემ კი გამაოცა - რუსეთის ნაკრების ყოფილი მცველი

AutoSharing Option
"შინიკ იაროსლავის" მთავარმა მწვრთნელმა ვადიმ ევსეევმა, რომელიც მოსკოვური "სპარტაკისა" და "ლოკომოტივის", ასევე, რუსეთის ნაკრების მცველი იყო, ყველაზე ძლიერი ფორვარდები დაასახელა, ვის წინააღმდეგაც უთამაშია და მათ შორის, შოთა არველაძეს შეეხო.

"სანაკრებო შეხვედრებით დავიწყებ და მინდა ვთქვა, რომ შეიძლება ახლა დიდი არაფერი გუნდია, თუმცა ბულგარეთს ერთ დროს ტოპ-ფორვარდები ჰყავდა ბერბატოვისა და პეტროვის სახით.

ასევე ვეთამაშე ახალგაზრდა კრიშტიანო რონალდოს. მიუხედავად იმისა, რომ სანაკრებო კარიერა ახალდაწყებული ჰქონდა, ყველა ამბობდა, რომ მომავალი ვარსკვლავი იყო.

თუმცა მთავარი მოწინააღმდეგეები მაინც ევროთასებზე მყავდა. დავუპირისპირდი რონალდოს. ის გენიალური იყო,
არასდროს მინახავს მისი მსგავსი ფორვარდი.

იმ დროისთვის კი უკვე მქონდა გამოცდილება ვარსკვლავების წინააღმდეგ თამაშისა. მახსოვს ამსტერდამის "აიაქსთან" გამართული მატჩები. შოთა არველაძემ ძალიან გამაკვირვა. ის თავდამსხმელისათვის არასტანდარტულ პოზიციაზე თამაშობდა. არველაძე გამთამაშებლის ზონაში მოქმედებდა, შეტევის ზონაში კი ძმები დე ბურები და ოვერმარსი გარბოდნენ. მოკლედ, მაგარი ბიჭების წინააღმდეგ მომიწია თამაში.

ასევე, მახსოვს ალან სმიტი "ლიდსიდან", რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. ასევე - რაული, რომელიც "მკვლელი" იყო და ერთსა და იმავე პოზიციაზე არასდროს რჩებოდა.

შემდეგ იყვნენ სამუელ ეტო'ო "ბარსელონადან", კრისტიან ვიერი და ალვარო რეკობა "ინტერიდან". ბერგკამპი და ანრი ("არსენალიდან") ყველაზე შეთამაშებული წყვილი იყო. მათ წინააღმდეგ ძალიან რთული გახლდათ.

ყველაზე უცნაური ფორვარდი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, იან კოლერი იყო. უბრალოდ ვერ ხვდები, როგორ უნდა მისწვდე ორმეტრიან ბიჭს.

მჯერა, რომ ფეხბურთელები ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშით იზრდებიან. ასეთ დროს ყველაფერს დებ, რაც შეგიძლია. მე კი ძალიან გამიმართლა, ვარსკვლავების წინააღმდეგ ბევრი შეხვედრა ჩავატარე", - დაწერა ევსეევმა "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე.

მკითხველის კომენტარები / 70 /
SILVERMARCS სავსებით გეთანხმებით! როგორ შეიძლება თავდასხმელი აქო და ადიდო, ვისაც 7 წლის მანძილზე დინამოში არაფერი არ გაუკეთებაია 1982-1989 წლებში, საბჭოთა ნაკრებშიც არ იწვევდნენ ამ ხნის მანძიილზე! ეს ხალხი სტადიოზე ალბათ მარტო სემიჩკის საჭმელად დადიოდა!!! მახსენდება 1982 წლის თასების თასის ნახევარფინალურ ორრ მატჩში ბელგიის სტანდარტთან რამაზ შენგელიას უსუსური თამაში და სრული ფიასკო!!! რაც გააგრძელა კარიერის დასრულებამდე, 1989 წლამდე!!! ამაზე რატომ არავინ არაფერს წერს, 7 წელი ხომ საკმაო დროა თავდასხმელის თამაშის შესაფასებლად!!!
....
04 იანვარი 2022 00:34
2
ესპანეთის 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე,რამაზ შენგელიამ გოლი გაუტანა შოტლანდიის ძალზედ სუსტ ნაკრებს, ისიც მოწინააღმდეგის მცველების აშკარა შეცდობის შემდგ. სულ ეს იყო. ამის შემდეგ დაიწყო რამაზ შენგელიას საფეხბურთო კარიერის დაღმასვლა!
....
04 იანვარი 2022 07:56
1
25-26 წლის თავდამსხმელი. ამ ასაკში ძლიერად უნდა თამაშობდეს, პროგრესირებდეს!!! რამაზ შენგელიას კი პირიქით, რეგრესი დაეწყო 25 წლის ასაკში, ისე რომ ტრამვა არ მიუღია!!! წერთ აქ თქვენს უტვინოდ ნააზრევს!!!
....
04 იანვარი 2022 10:47
0
ყველა გამოხმაურება
დავით 67 ორ წელია მიმტკიცებ, რომ შოთა არველაძე არ არის საქართველოს ყველა დროის საუკეთესო თავმდამსხმელი. ახლა, რომ მიხვდი შეცდი უცბად "გადააბრუნე პლასტინკა" საუკეთესო ფეხბურთელზე დაიწყე საუბარი??? :))))) ნუ ეშმაკობ.
....
05 იანვარი 2022 05:59
0
და კიდევ. მე საერთოდ არც ჩემს და არც სხვის კომენტარებზე დისლაიქ-ლაიქებს არ ვწერ. პოლიტიკურ სტატიებზე კომენტარების დადებისას სულ მაგას ვიხვეწები რომ ეს გაუქმდეს, რადგან ამოქმედდებიან ტროლების მანქანები, როგორც ოპოზიციური, ასევე პოზიციური. და ამით ყალბი აზრი იქმნება, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან!
დავით 67
06 იანვარი 2022 03:02
0
ეხლა გადავხედე შენს კომენტარებს. კი ბატონო მართლა ასე გიწერია ბომბარდირი და თავდამსხმელი.( არა ფეხბურთელი, როგორც მე ვამბობდი ) მაგრამ ეს საქმის არსს არ ცვლის და კიდევ ათასჯერ გაგიმეორებ რომ ბევრი გოლის გატანა არ ნიშნავს საუკეთესო თავდამსხმელობას!
დავით 67
06 იანვარი 2022 02:56
0
დავით 67 ჩემს ნაცნობებსა და მეგობრებს შენზე დიზლაიკს იმდენს დავაწერინებ ვერ მოთვლი. არ ვკადრულობ...! საზოგადოებამ იცის, რომ მცდარია შენი ნააზრევი. ცუდად მიცნობ, გუშინ საღამოს პურს ვჭამდი რამოდენმე ჩემს მეგობართან ერთად, შოთას თავდამსხმელობის თემაზე ითქვა ის რასაც მე ვამბობ! ყველა სპორტსმენია. დიზლაიკები არ მაშინებს. შენს მსგავსად, ვინც არასწორად მსჯელობს, კარგა ხანია აქ ბევრ დიზლაიკს მიწერენ ხოლმე, მაგრამ რამოდენიმე ხნის შემდეგ პირიქით ხდება... :) შენ მაგას რავა იზამ .I. :)))
....
05 იანვარი 2022 04:27
1
ეხლა რა გინდა მითხრა, რომ მე ვინმეს დისლაიქებს დავაწერინებ? ასეთი ავადმყოფური აზროვნება რატომ უნდა ჰქონდეს ადამიანს ვერ ვხდები!რადგან თავდამსხმელობაზე აკეთებ აქცენტს, არველაძე ბევრად ჩამოუვარდება ბორის პაიჭაძეს, მიხეილ მესხს, მეტრეველს, რამაზ შენგელიას და ა.შ. კიდევ გიმეორებ ბევრი გოლის გამტანი ვერ იქნება ვერც საუკეთესო ფეხბურთელი (ზოგ კომენტარში ასე სწერ!მე არ მომიგონია) და ვერც საუკეთესო თავდამსხმელი. გამოკითხვა რომ ჩაატარო, ადვილად დარწმუნდები თუ ვინ მეტ ხმას მიიღებს, ჩემს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელები თუ შენი თავის თავზე შეყვარებული არველაძე!
ერთი კითხვაზე გამეცი პასუხი.მიროსლავ კლოზე არის თუ არა გერმანიის და ასევე მუნდიალის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელი.??? გამეცი პასუხი და მერე ერთად ვიცინოთ
დავით 67
06 იანვარი 2022 02:48
0
დავით 67 .I.
....
04 იანვარი 2022 04:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული