ნიდერლანდური მედია ჩაკვეტაძეს "აიაქსში" ზიეშის შემცვლელად განიხილავს

AutoSharing Option
ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეში "ჩელსიში" გადადის და ამსტერდამული კლუბი მის შემცველელს ეძებს. ნიდერლანდურმა პორტალმა voetbalzone-მ მის პოტენციურ შემცვლელთა სია გამოაქვეყნა: ალექს ბერენგერი (ტორინო), რომანო შმიდი (ვოლფსბერგერი), ებერიჩი ეზე (ქპრ), ლუდოვიკ ბლასი (ნანტი), კელვინ სტენგსი (ალკმაარი), პედრინიო (კორინთიანსი) და გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი).

აი, როგორ ახასიათებს საიტი ჩაკვეტაძეს:

"გენტთან" კონტრაქტი: 2023 წლამდე
სატრანსფერო ღირებულება: 6.7 მილიონი ევრო
მისი თამაშის გავლენა გუნდის შედეგზე: 62.5
პოტენციალი: 92.7
ზიეშთან მსგავსება: 92%

"გენტმა" ჩაკვეტაძის წაყვანა თბილისის "დინამოდან" სამი წლის წინ მოახერხა. მაშინ რიგ კლუბებს დაასწრო. "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ტრანსფერის შემდეგ
მალე გაიგო, რომ მისი სამსახურით "ლივერპული", "ჰოფენჰაიმი" და "ბაიერი" იყვნენ დაინტერესებული. 20 წლის ასაკში გიორგის ჯერ კიდევ აქვს პროგრესირების საკმაო შესაძლებლობა. ვიდრე ტრავმას მიიღებდა, გოლებითა და საგოლე გადაცემებით გუნდის ლიდერი იყო.

ამ სეზონში ტრავმის გამო მისი წვლილი "გენტის" შედეგებში შეზღუდულია, თუმცა უკვე სრულად გამოჯანმრთელდა. "ტრაბზონსპორი" სერიოზულადაა ქართველით დაინტერესებული და აგრეთვე "რომა". "გენტს" ძალიან ეშინია, რომ ჯონათან დავიდს ვერ შეინარჩუნებს და როგორც ჩანს, ჩაკვეტაძის დატოვებას შეეცდება, ამან კი შეიძლება მოლაპრაკება პრობლემური გახადოს.

მკითხველის კომენტარები / 21 /
აი უკვე ზედმეტები მოგდით რა!!! რას ღადაობთ ?! იქ გადადის , აქ გადადის.. / ამ ბიჭის ადგილზე რომ ვიყო დაგირეკავდით და გისაყვედურებდით, გთხოვდით რომ თავი შეგეკავებინათ ზედმეტი ილუზიებით!! დათვურ სამსახურს უწევთ ამ ბიჭს უკვე! ვითომ აპიარებთ თქვენი ჭკუით და არადა გადააჭარბეთ უკვე ყველაფერს!!! / ღმერთმა ქნას რო გიორგი მალე ვნახოთ ტოპ კლასის გუნდში , გავიხარებთ გულშემატკივრები , და არამარტო გიორგის წინსვლა, ყველას წინსვლა გაგვიხარდება! არავინ არ ყავს ამ ჩვენი ფეხბურთელებს ჩვენზე უკეთესი გულშემატკივარი! და თქვენ კიდევ სპორტალჯი , არგინდათ რა ეს სტილი, ყველა გუშემატკივარი ამ საიტის მომხმარებლები ვართ, და ყველას, თუ დაააკვირდებით ერთნაირად ვრიაგიარებთ თქვენ გადაცდომებზე და თქვენ კიდევ გგონიათ რომ ინტერესს იწვევთ და იმიტომ გაკრიტიკებთ, არადა რეალურად შენიშვნას გაძლევთ და თქვენ კიდევ ვერ სწავლობთ, ბოლოს მოგვბეზრდებით და დაკარგავთ აუდიტორიას, ვიღაც თქვენზე გამჭეიახი გამოჩნდება , თქვენზე უკეთეს გაააკეთებს და თქვენი კანტორა დაიკეტება!! გინდათ ასე რომ მოხდეეს?! არ გინდათ!! ხოდა დაფიქრდით რააა!! (თქვენი კეთილის მსურველი)
Vasili
02 მაისი 2020 20:54
3
პორტალ არ მოგწყინდათ ამ სისულეების როშვა? გასაგებია რომ დასაწერი ბევრი არაფერია მაგრამ ეს თქვენი მარჩიელობა უკვე მარაზმია
dinamo
02 მაისი 2020 20:30
3
ბარსელონას უნდა მესის შემცვლელათ რეებს იგინებთ სირცხვილია !!
ggg
03 მაისი 2020 01:58
11
სუფთა კომიკოსებად იქცნენ ეს ჟურნალისტები რა საწყლობაა გეგონება ზღაპრის რომელიღაც პერსონაჟი გამოიგონეს და ვირტუალურად დაატარებენ სამოგზაუროდ არ მოგწყინდათ ეს სიყალბე აიაქს ან რომელიმე მასზე დიდი კალიბრის კლუბს რომ ჩაკვეტაძე რეალურად უნდოდეს სანამ თქვენ მეათე ხარისხოვან ჭორმართალა გადმოაკოპირებთ მას უკვე ეყოლება ჩაკვეტაძე გაფორმებული და ვაირომ არ სჭირდებათ ამ ეტაპზე და ეს თქვენი ოცნებაა და მიტო გაუფორმეთ კონტრაქტი ლამის ვინც კი გრანდია .
Afrodite
02 მაისი 2020 20:06
4
ბიჭო დაანებეთ ამ ბიჭს თავი ცოტახანი.....
!!!!!!!
02 მაისი 2020 18:49
4
დანებებული გვაქვს. გვიჩვენოს რა შეუძლია. მარტო ლაპარაკი გვესმის. თამაშით დაამტკიცოს!!
გენა
02 მაისი 2020 20:20
8
რა ქნან ჟურნალისტებმა,სპორტში არაფერი ხდება და დილიდან საღამომდე მახათს ამუშავებენ.რაღაც ხომ უნდა წერონ,ხოდა ყველაზე მეტი ნახვა ჩაკვეტაძის პოსტს ექნება იციან და ყოველ დღე გუნდიდან გუნდში გადაჰყავთ.მოატარეს მთელი ევროპა. უკვე ისე ვარ,უძინართა მზეში რომ არის, ნეტავ მართლა რამე გამოუვიდოდეს.აღარ ვჩივი სად ითამაშებს,მთავარია დაიწყოს თამაში და ფორმაში შევიდეს,იყოს ნებისმიერი კლუბი, ისე ბუნდესლიგა კარგი ვარიანტი იქნებოდა,თან ერთადერთი ჩემპიონატია რომელიც გაგრძელდება სავარაუდოდ
:-)
03 მაისი 2020 00:04
1
ჯერ სადაც არის იქ დაამკიცოს რომ ძლიერია. თავი დაანებეთ ძალიან "ჭკვიანებო"
მამუკა
02 მაისი 2020 19:34
3
იცით რა ვერ გავიგე თქვენი ? აქ სად წაიკითხეთ რო წერია ჩაკვე აიქსში გადადისო ? წერია რო ერთ ერთმა ჟურნალისტმა ჰოლანდიელმა დაწერა თავისი აზრი ვინ შეიძლება ზიეიჩის შემცვლელად მოიყვანოს აიქასმა ... თქვენ კიდე ერთ ამბავს აწყობთ . ჰოლანდიურ პრესაში ახსენეს და განიხილეს ჩაკვე და არ გადაგვითარგმნოს ამ ხალხმა ?
ლაშა
02 მაისი 2020 23:57
1
ტრაპზონსპორს ყველაფერი სჯობია,მაგრამ აიაქსი საუკეთესოა.
status quo
02 მაისი 2020 20:26
1
Chiri iqa, lxini aqa...
Eehh
02 მაისი 2020 19:34
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული