ჰაკიმ ზიეში კარიერას ინგლისურ გრანდში გააგრძელებს

AutoSharing Option
ამსტერდამის "აიაქსმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათი ნახევარმცველი ჰაკიმ ზიეში კარიერას ლონდონის "ჩელსიში" გააგრძელებს.

ნიდერლანდურმა კლუბმა განაცხადა, რომ მაროკოელი ფეხბურთელი "ჩელსის" 2020 წლის 1-ელ ივლისს შეუერთდება, მანამდე კი ისევ "ამსტერდამში" ითამაშებს.

ზიეშს "აიაქსში" დებიუტი 2016 წლის 11 სექტემბერს ჰქონდა, "ვიტესთან" გამართულ შეხვედრაში. მთავარი გუნდის რიგებში ფეხბურთელმა 160 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 49 გოლი გაიტანა.

აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ზიეშმა ლონდონელებთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და ტრანსფერის ფასმა 45 მილიონი ევრო შეადგინა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩელსი გრანდი???საკითხავია
L.J.
16:50 13-02-2020
4

სიახლეები პოპულარული