მინსკის "ენერგეტიკის" უზბეკმა ფორვარდმა ჯასურბეკ იახშიბოევმა, რომელიც ბელარუსულ კლუბში ტაშკენტის "ფახთაქორიდან" არის განათხოვრებული, pressball-ს სამშობლოს დატოვებაზე ესაუბრა.
"ჯერჯერობით უზბეკეთში ჩემი დაბრუნება არავის უნდა, თუმცა თავად მე ევროპაში მსურს კარიერის გაგრძელება. თან სამშობლოში ისიც ემატება, რომ "ფახთაქორის" მთავარ მწვრთნელ შოთა არველაძესთან უთანხმოება მაქვს.
ერთ-ერთ შეხვედრაში შემცვალა, მე ძალიან იმედგაცრუებული ვიყავი და მოედნიდას გამოსვლის შემდეგ მას ხელი არ ჩამოვართვი. ყველაფერი კი აქედან დაიწყო.
ამის შემდეგ მუდმივად სათადარიგოთა შორის ვხვდებოდი. თუ შეცვლაზე გამოვიდოდი, 10-15 წუთზე მეტს არ ვთამაშობდი. ამ დროში რა უნდა მოასწრო?
ისე იყო, რომ ბურთის გრძნობა, შეხვედრის ტემპი და სათამაშო ფორმა დავკარგე. ბურთის მიღებისას არც კი მახსოვდა, რა უნდა გამეკეთებინა.
ვიცოდი, კარგადაც რომ მეთამაშა, შემდეგ მატჩს მაინც სათადარიგოთა შორის დავიწყებდი. ეს მორალურად განადგურებს. უფრო და უფრო ცუდად გამოვიყურებოდი მოედანზე.
"ენერგეტიკში" კი საქმე სულ სხვანაირად არის. აქ მწვრთნელები მენდობიან. ვგრძნობ, რომ გუნდს ვჭირდები და მისთვის სარგებელი მომაქვს. სწორედ ამიტომ მინდა დავუმტკიცო მათ, რომ ჩემზე გათვლას ტყუილად არ აკეთებენ", - თქვა იახშიბოევმა.
"ენერგეტიკში" კი საქმე სულ სხვანაირად არის. აქ მწვრთნელები მენდობიან. ვგრძნობ, რომ გუნდს ვჭირდები და მისთვის სარგებელი მომაქვს. სწორედ ამიტომ მინდა დავუმტკიცო მათ, რომ ჩემზე გათვლას ტყუილად არ აკეთებენ", - თქვა იახშიბოევმა.
ბელარუსის პრემიერლიგაში განვლილი 8 ტურის შემდეგ უზბეკმა 6 გოლის გატანა მოახერხა და ბომბარდირთა სიას სომეხ ფორვარდ გეგამ კადიმიანთან ერთად ლიდერობს. აღსანიშნავია, რომ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აპრილის თვეში ბათუმის "დინამოს" ყოფილი შემტევი გაბრიელ რამოსი დაასახელეს.