ბელარუსული "ნემანის" მცველ გიორგი ქანთარიას კორონავირუსი არ დაუდასტურდა, - ამის შესახებ კლუბი თავისი საიტით იტყობინება.
"ათდღიანი მკურნალობის შემდეგ გიორგი ქანთარიამ ვარჯიში დაიწყო.
"ბატესთან" მატჩის დღეს, დილას, გიორგის მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში წაიყვანეს. ის მთელი ამ დროის განმავლობაში მინსკში იმყოფებოდა. მას COVID-19-ზე ტესტები ჩაუტარდა, რომლებმაც უარყოფითი შედეგი დააფიქსირა. დღეს გიორგიმ ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიში დაიწყო", - წერს საიტი.
გიორგი "ნემანის" საკვანძო ფეხბურთელია და მის არყოფნაში გუნდმა ორივე მატჩი წააგო - "ბატესთან" 1:3 და "რუხთან" 2:4.